დე ფილიერსის დასჯა გადაიდო

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი პიტერ დე ფილიერსი გუშინ კეიპთაუნში სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტის წევრის ჯენი ლაბის წინაშე წარდგა. "ბოკეს" თავკაცმა ჩინოსნის შეკითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ დე ფილიერსმა სამი ერის გათამაშების სტარტზე ახალ ზელანდიასთან ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარებში მარცხი სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას დააბრალა, რომლის მიზანიც "ოლ ბლექსის" ავტორიტეტის გაზრდა იყო, რასაც 2011 წლის მსოფლიო თასზე აჟიოტაჟის გაზრდა უნდა მოჰყოლოდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ხელმძღვანელები დე ფილიერსის ვერსიას იზიარებენ და სრულ მხარდაჭერას დაჰპირდნენ.

დე ფილიერსთან
გასაუბრების შემდეგ ჯენი ლაბის რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.

"მან გვითხრა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე სანზარ-ის სადისციპლინო კომიტეტის წევრებთან უნდა მოითათბიროს და შედეგს მომავალი კვირის დასაწყისში გვაცნობებს" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მენეჯერმა ენდი მარინოსმა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული