ვენდეტა სანზარულად

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ორეგონ ჰოსკინსი სანზარ-ის გადაწყვეტილებას, "ბოკეს" თავკაც პიტერ დე ფილიერსის გამონათქვამებთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტმა სპეციალური სხდომა მოაწყოს, პროტესტს უცხადებს და ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მხრიდან ვენდეტის მცდელობად მიიჩნევს.

სამხრეთაფრიკულ გაზეთთან ინტერვიუში ჰოსკინსმა განაცხადა:

"ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ სამხრეთ აფრიკას ომი გამოუცხადეს. დე ფილიერსს, ალბათ, საყვედურს გამოუცხდებენ იმ კომენტარებისთვის, რაც მან ახალი ზელანდიის ნაკრებთან ზედიზედ ორჯერ წაგების შემდეგ გააკეთა. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი სრულ მხარდაჭერას ვუცხდებთ დე ფილიერსს. ყველანაირად ვეცდებით, მისი და,
აქედან გამომდინარე, სამხრეთ აფრიკის ინტერესები დავიცვათ".

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომისიის სხდომა პარასკევს კეიპთაუნში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული