სამხრეთ აფრიკა ისევ თავისაზე დგას

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის ასისტენტი გარი გოლდი, სამი ერის გათამაშებაში "ბოკეს" წარუმატებლობის ახსნას შეეცადა.

"იმის თქმა, რომ სამი ერის სამ მატჩში "ბოკემ" კარგად ითამაშა, ცხადია, დიდი სისულელეა. მაგრამ საქმე არც ისე ტრაგიკულადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გუნდის მიერ განცდილ ზედიზედ სამ მარცხს ობიექტურთან ერთად სუბიექტური მიზეზებიც აქვს. თუმცა ახლა გამუდმებით ამაზე ლაპარაკი, წუწუნი კარგს არაფერს მოგვიტანს. ახლა მთავარია, ყველაფერი დავივიწყოთ და გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ.

ხშირად გვაკრიტიკებენ ჩვენი თამაშის სტილის გამო. ბურთის მუდმივად
ფეხით დარტყმა და მიყოლა რა რაგბიაო. არადა, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ახალზელანდიელები თამაშის ამ ხერხს უფრო მეტად იყენებდნენ. განსხვავება ის იყო, რომ ისევე დროულად ვეღარ ვახერხებდით ხაზის ამოწევას და ბურთის ჩახურვას, როგორც შარშან. ეს კი მეტოქეს შეტევის მწყობრად წამოწყების საშუალებას აძლევდა. ეს ხარვეზი აღმოსაფხვრელი გვაქვს" - თქვა მან.

გოლდმა სამხრეთაფრიკელთა მარცხის მიზეზის ახსნისას პიტერ დე ფილიერსის ვერსიას დაუჭირა მხარი.

"თავად განსაჯეთ: ზე 14 -ის წლევანდელი გათამაშება სამხრეთაფრიკული გუნდების ბენეფისი იყო. ფინალში ჩვენი ორი გუნდი, "ბლუ ბულზი" და "ნატალ შარქსი" გავიდა. ანუ სამხრეთაფრიკელი მორაგბეები საუკეთესოები იყვნენ და საკმაოდ იოლად, დიდი უპირატესობით უგებდნენ დანარჩენებს. ახლა ამიხსენით, როგორ შეიძლება, რომ ამ ორი გუნდის მორაგბეებით დაკომპლექტებული ნაკრები სამი ერის გათამაშებაში ყველაზე სუსტი იყოს.

რაც შეეხება მსაჯობას. სანზარ-მა სამი ერის გათამაშების წინ 17 ავსტრალიელ, ახალზელანდიელ და სამხრეთაფრიკელ მსაჯს სპეციალური სემინარი ჩაუტარა. გაუგებარია, ჩვენი მატჩები რატომ არ განსაჯა რომელიმე მათგანმა. "ბოკეს" ყველა შეხვედრა ჩრდილონახევარსფეროელებმა განსაჯეს, აი, ავსტრალია-ახალი ზელანდიის დაპირისპირების არბიტრი კი სამხრეთაფრიკელი იყო. რა, ამ ყველაფერში ცოტა რამ არის საეჭვო?" - იკითხა გარი გოლდმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული