ავსტრალიას სამი მებრძოლი დაუბრუნდა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრებს, რომელიც შაბათს შინ სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში პირველ შეხვედრას გამართავს "ბოკესთან", რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდა. ბენ რობინსონი, ნათან შარფი და ვილი გენია ავსტრალიელთა ბანაკში ირლანდიის ნაკრებთან ბოლო ტესტის შემდეგ არ გამოჩენილან. სამივე ტრავმირებული იყო, ახლა კი ჯანმრთელად არიან და სამხრეთაფრიკელებთან სათამაშოდ ემზადებიან.
"ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მან ადამ ეშლი-კუპერი ფულბეკად გაამწესა, ჯეიმზ ოკონორი კი გარემარბად გადაიყვანა.

"რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რამდენიმე ძლიერი მოთამაშე რომ დაგვემატა. მით უფრო, რომ "ბოკემ", რომელიც სამი ერის ჩემპიონია, ზედიზედ

ორი მატჩი წააგო და შაბათ საღამოს გაშმაგებული შეგვებრძოლება. სამხრეთაფრიკელები ყველაფერს იღონებენ, შინ კარგ გუნებაზე რომ დაბრუნდნენ.

ცხადია, "ოლ ბლექსისა" და "ბოკეს" ორივე შეხვედრას თვალს ყურადღებით ვადევნებდით. ნანახით ჩვენი მოთამაშეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ უძნელესი ბრძოლის გადატანა მოუწევთ. კარგად გვესმის, რომ ზედიზედ ორი მარცხის მიუხედავად, ჩვენი მეტოქე მსოფლიოს საუკეთესო გუნდია" - თქვა "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა.

ავსტრალიის ნაკრები: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ჯიმი ოკონორი, 13. რობ ჰორნი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2. საია ფაინგაა, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი
16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლაკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ქართლი ბეილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული