მორაგბე გიორგი ლომინაძეს ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციით, 25 ივლისს გიორგი ლომინაძეს, მის მეუღლეს და მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეს ჩაუტარდათ ურთულესი, რამდენიმესაათიანი ოპერაცია ყბა-სახეზე მრავლობითი დამსხვრეული მოტეხილობების გამო.

ქირურგიული ჯგუფი ოპერაციების შედეგებს დადებითად აფასებს.

პაციენტები კვლავ რჩებიან მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს ინფექციის განვითარების მაღალი რისკი, ზოგადი მდგომარეობის დინამიკა შეიძლება შეფასდეს პოზიტიურად.

რაც შეეხება მერაბ კვირიკაშვილს, მისი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც მანამდე აღვნიშნეთ, იგი
მრავლობითი დაჟეჟილობით გადაყვანილია პალატაში.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 15 /
ორი მანქანა იყო და შესაბამისად მძღოლიც ორი იყო, თუ ორივე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა ე.ი. ეს ტრაგედია ორივეს ბრალეულობით მოხდა, მაგრამ მათზე მეტად არავინ დაზარალებულა და სეირის მაყურებლებო ბოღმიანებო თქვენი სამართალი თქვენთვის გამოიყენეთ...რა უფლება გაქვთ ამ ტრაგედიის მონაწილეებზე თანაგრძნობის გარდა სხვა გრძნობით ისაუბროთ!!!
მებრძოლი ლაზი
12:15 28-07-2016
0
სანამ ვიმეს ტალახს ესვრით ჯერ მოიცადეთ, "სავარაუდოდ" "მგონი" უეჭველი ის იქნებოდა" და ასე შემდეგ, თუ მერაბი იჯდა პასუხსაც აგებს, მაგრამ თუ არ იჩდა? ადამიანს სამი კაცის მკვლელობას რომ აბრალებთ თქვენს სულზე მაიც არ ფიქრობთ?
giorgi
18:56 27-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული