ქართველი არბიტრები ირლანდიურ სარაგბო პირველობაში იმსაჯებენ

AutoSharing Option
ირლანდიის რაგბის კავშირის სამსაჯო კომიტეტის მიწვევით, ორი ქართველი არბიტრი: ნიკა ამაშუკელი და შოთა თევზაძე ირლანდიაში გაემგზავრნენ, რათა "ალსთერ ბანკ ლიგის" (ყოფილი "სრულიად ირლანდიის ლიგა" All-Ireland League) 2-2 მატჩი იმსაჯონ.

28 ნოემბერს შოთა თევზაძე 1B დივიზიონში "ბლექროქისა" და "ბელფასტ ჰარლექინზის" მატჩს წარუძღვება, ხოლო ნიკა ამაშუკელი 2B დივიზიონის "ბექთივ რეინჯერსისა" და "დანგანონის" შეხვედრაში იმსაჯებს.

5 დეკემბერს ორივე არბიტრი 1B დივიზიონის მატჩებზე გაანაწილეს - შოთა თევზაძე "ოლდ უესლისა" და "ბელიმინის", ხოლო ნიკა ამაშუკელი "თრინითი კოლეჯისა" და "შენონის" შეხვედრებს წარუძღვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და
ირლანდიის რაგბის კავშირების ერთობლივი პროგრამით, ირლანდიელი სპეციალისტები აქტიურად ზრუნავდნენ ქართველი მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საქართველოში იმართებოდა სემინარები და კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით თევზაძე და ამაშუკელი ერთხელ უკვე ეწვივნენ ირლანდიას.

ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის საპლეიოფო ეტაპებზე უკვე სამი სეზონია, რაც ირლანდიელი არბიტრები ჩამოდიან.

© საქართველოს რაგბის კავშირი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული