გორში სარაგბო სტადიონის მშენებლობა სრულდება

AutoSharing Option
გორში დასასრულს უახლოვდება სარაგბო სტადიონის მშენებლობა. სპორტული კომპლექსი ორმოედნიანია. სათადარიგო, ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობა უკვე დასრულებულია. ძირითად, ტრიბუნებიან მოედანზე კი მხოლოდ მინდვრის საფარის დაგებაღაა დარჩენილი.

სტადიონის მშენებლობა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" დაფინანსებით შენდება, სავარაუდოდ წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მისი ექსპლოატაციაში გაშვება, ანუ მატჩების გამართვა კი გაზაფხულის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი.

Sportall.Ge

გორის სარაგბო სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი "ჯიქი" ითამაშებს, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტი უდგას მხარში და შეძლებისდაგვარად ეხმარება.

იმედია, მას შემდეგ, რაც "ჯიქი" მატჩების საშინაო არენაზე გამართვას დაიწყებს, ოვალური ბურთით თამაში გორში კიდევ
უფრო პოპულარული გახდება და ქართულ რაგბის კიდევ ერთი, მძლავრი კერა შეემატება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა ფონდ "ქართუს"
georgiano
14:25 27-11-2015
0
საღოლ გორის მინუციპალიტეტს, აი სპორტი და ბურთი ამათ ჰყვარებიათ, დააჯილდოვეთ ეს ხალხი რაიმეთი სიმბოლურად მაინც თუ ორდენები არ გემეტებათ...
irakli apkhaidze
13:06 27-11-2015
0

სიახლეები პოპულარული