აბა, ვის უყვარს რაგბი?! - ჩაერთე ფოტოკონკურსში და გამოიმუშავე ფული

AutoSharing Option
გამოგვიგზავნეთ ორიგინალური ფოტოები, რომლებიც გამოხატავს თქვენს სიყვარულს ქართული რაგბის მიმართ.

გადაიღეთ ფოტოები სპორტული ინვენტარით, პლაკატებით და გამოხატეთ გულშემატკივრობა.

ჩვენ კი ავარჩევთ და შევიძენთ ყველაზე ორიგინალურ ფოტოებს. ველით თქვენს ჩართულობას!

მათ, ვისაც მობილურით ფოტოების გადაღება უყვარს, "პალიტრა მედია" საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს ახალი ამბების შექმნაში.

გადაიღე ფოტო და გამოიმუშავე ფული - ყველას, ვისაც სმარტფონი აქვს, საკუთარი გადაღებული ფოტო და ვიდეომასალის გაყიდვა შეუძლია. ამისთვის მხოლოდ უნიკალური აპლიკაციის ჩამოტვირთვაა საჭირო.

მობილურის Playstore-იდან ან Appstore-დან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია "სქუფშოტი", დარეგისტრირდით და გახდით "სქუფშოთერი". აპლიკაციის მეშვეობით
მიიღებთ კონკრეტულ დავალებას. გაგზავნეთ აპლიკაციის საშუალებით ფოტო და ვიდეომასალა და მიიღეთ ანაზღაურება.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიღოთ საინტერესო მოვლენა, მიუთითოთ ადგილმდებარეობა, ფასი, აღწერა და ატვირთოთ "სქუფშოტის" საიტზე. შესაძლოა, თქვენი მასალა წამყვანი მედიასაშუალების ფურცლებზეც კი აღმოჩნდეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვეულებრივი ციფრულით გადაღებული ფოტოს გამოგზავნა არ შეიძლება?
სურამელი
12:20 30-01-2014
0

სიახლეები პოპულარული