ქართული რაგბი

სხვადასხვა

IRB-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის საკლუბო ტურნირზე ისაუბრეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დუბლინში გაიმართა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გენერალური ასამბლეა, რომელსაც თითქმის ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყნის ფედერაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების: რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და რუმინეთის საერთო საკლუბო ტურნირის ორგანიზება იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა:

"ჩვენ ვცდილობთ, მოვიპოვოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელთა მხარდაჭერა, რათა ახალ საკლუბო ტურნირს გავუწიოთ ორგანიზება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს და რუმინეთის საუკეთესო გუნდების მონაწილეობით.

ასეთი დონის ტურნირის ჩატარება გაცილებით უფრო გაზრდის შიდა ჩემპიონატებში მოასპარეზე გუნდების სათამაშო
კლასს და კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება".


28-29 ნოემბერს პარიზში შედგება FIRA-AER-ის მორიგი კონფერენცია, რომელზეც კვლავ აქტიურად განიხილება ეს საკითხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"