ქუთაისში თანამედროვე სარაგბო კომპლექსი შენდება

AutoSharing Option
ქუთაისში თანამედროვე სარაგბო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპიც მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. კომპლექსის მშენებლობას "ქართუ ჯგუფის" ასოციაცია "ატუ" აწარმოებს.

პროექტის მიხედვით, უნდა გაკეთდეს 4 სტანდარტული მოედანი, რომელთაგან სამი ბუნებრივი, ერთი კი ხელოვნურსაფარიანი იქნება.

ძირითად მოედანს, რომლის მშენებლობაც მალე დასრულდება, ტრიბუნები სამი მხრიდან აქვს. დახურული ტრიბუნა 2700 კაცს დაიტევს, ღია კი 2000-ს.

ძირითად მოედანთან ერთად მთავრდება დამხმარე მოედნის მოწყობაც, რომელსაც ცალი მხრიდან 1000-კაციანი ტრიბუნა ექნება. კომპლექსზე მიმდინარეობს გარე და შიდა ობიექტების მოპირკეთების სამუშაოები.

დრენაჟი ორივე მოედანზე გაკეთებულია და ისინი ბალახის
დასაგებად მზადდება.

სამუშაოთა მწარმოებელმა გოჩა კოღუაშვილმა გვითხრა:

"მინდვრის დაგება და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება.

ძირითადი ტრიბუნის ქვემოთ მოწყობილია გასახდელები, მსაჯების, ექიმებისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები, ასევე, ტრენაჟორებისა და საკონფერენციო დარბაზები. მშენებლობა, ფაქტობრივად, დასრულებულია და ახლა მათი შეღებვა და მოპირკეთება მიმდინარეობს".

მესამე სართულზე, ცალკე განთავსდება პრესცენტრი. სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ დაიწყება სასტუმროსა და ორი მოედნის მშენებლობა, ამასთან ერთად, დაგეგმილია რაგბის აკადემიის აშენება.

სარაგბო კომპლექსსა და რაგბის აკადემიას საბოლოო სახე დაახლოებით ორ წელიწადში მიეცემა.

თუმცა ქუთაისის "აიას", რომელსაც დღემდე აქვს სტადიონის პრობლემა, მომავალი წლიდან ახალ სტადიონზე თამაში შეეძლება.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აია!!! ჰგლეჯდა ყველას ლოკომოტივთან ერთად ყველას დმომავალშიც დაჰგლეჯს რაის სამოა და ფიჯები და ფუმები და ვოლაბები იმერეთი-სიყვარულის ქვეყანა,ქართულ ქვეყანაში! აია ნაღდი საქართველო!!!! გავიტანოთ ჩვენი ლელო,დაბეჭდეთ აი მქუხავი მნესიჯი-მოდერეატორებო თქვე ტრაწიანებო.
Aia! dzalai udzleveli
20:06 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული