გამოკითხვა: საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობა რაგბია

AutoSharing Option
გამოკითხვის შედეგად, რომელიც "CRRC-საქართველომ" ჩაატარა, დადგინდა, რომ გამოკითხულთა 62 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა რაგბია.

ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების გამო, ასევე, 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში 12 საუკეთესო გუნდში მოხვედრით, რასაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურის ავტომატურად მოპოვება მოჰყვა, რაგბის პოპულარობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად რაგბის თბილისელთა 72 პროცენტი თვლის, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 67 პროცენტია, სოფლად კი, ის 51 პროცენტს შეადგენს.

საგულისხმოა, რომ რაგბის სპორტის ყველაზე წარმატებულ სახეობად ქალები უფრო თვლიან (67 პროცენტი),
ვიდრე მამაკაცები (57 პროცენტი). ამასთან ერთად, მოსახლეობას მიაჩნია, რომ რაგბის ფინანსურად სახელმწიფო აუცილებლად უნდა დაეხმაროს. ასეთი გამოკითხულთა 27 პროცენტია. ფეხბურთის მაჩვენებელი იმავე საკითხში უფრო მეტია - 38 პროცენტი.

2015 წელს საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიიღო, რომელიც 2017 წლის მაისში გაიმართა თბილისსა და ქუთაისში. ამის თაობაზე ინფორმირებული იყო გამოკითხულთა 55 პროცენტი.

საოცარია, მაგრამ ასეთი დიდი მხარდაჭერის მიუხედავად, ქართველების უმრავლესობამ ცოტა რამ თუ იცის რაგბის წესების შესახებ. მაგალითად, გამოკითხულთა მხოლოდ 18-მა პროცენტმა იცის, რამდენ ქულად ფასობს ლელო გარდასახვის გარეშე. მხოლოდ 6-მა პროცენტმა იცის, რამდენი მორაგბე თამაშობს შერკინებაში. საგულისხმოა, რომ სწორი პასუხები კაცებმა უფრო მეტი გასცეს (28 პროცენტი), ვიდრე ქალებმა (10 პროცენტი).

გამოკითხვის შედეგებმა გვიჩვენა, რომ ქართველები აღიარებენ რაგბის მიღწევებს, მხარს უჭერენ მის დაფინანსებას, თუმცა უმრავლესობა ვერ ერკვევა თამაშის წესებში.

გამოკითხვა ჩატარდა 2017 წლის 29-30 მაისს, ტელეფონით, სპონტანურად. სულ გამოკითხულ იქნა 726 ადამიანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
წაკითხულის გაააზრება და შემდგომ შინაარსის გამოტანასთან გვაქვს პრობლემა
სპორტში არის გუნდური და ინდივიდუალური სახეობები:
ინდივიდუალურ სახეობებში სადაც ოლიმპიური მედლები გვაქვს და თან უმაღლესი სინჯის ვერცერთი გუნდური სახეობა ახლოს ვერ მივა, მარგამ...
გუნდურ სახეობებში რაგბი (და არა რუსული რეგბი) უდავოდ სპორტის წყველაზე წარმატებული გუნდური სახეობაა
giorgi
18:11 02-08-2017
0
არა ლაშა,არა ხარ მართალი,მე რაგბის 70-ანი წლების მეორე ნახევრიდან ვადევნებ თვალს,ჯერ კიდევ ირაკლი კიზირიას დროიდან და მაშინ აქაც და რუსულ პრესაშიც ამ სახეობის სახელი იყო რეგბი და რეგბისტი,შეიძლება რუსულიდან გადმოიღეს არ ვიცი,მაგრამ ასე იყო.მხოლოდ საუკუნის ბოლოს,როცა ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა და საერთაშორისო არენაზე გავიდა,დაიწყეს საუბარი,რომ რეგბი არასწორია და მისი ინგლისური დაწერილობა ქართულად უფრო სწორად გამოითქმის რაგბის სახით.ასეც დაიწყეს წერა და საწინაარმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ ძველი გულშემატკივრებისათვის რეგბის თითქოს რაღაც სხვანაირი ეშხი აქვს და ხშირად გაეპარებათ ხოლმე საუბარში.პირადად მე რაგბის ძველ გულშემატკივარს პირველ რიგში ამითი ვცნობ და მათ მიმართ მეტი სიმპათიაც მაქვს.
სოსო
11:35 02-08-2017
0

სიახლეები პოპულარული