"ბეიბი ბლექსი" საქართველოში ამომავალი ვარსკვლავის გარეშე გვესტუმრება?

AutoSharing Option
31 მაისს საქართველოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება. ტურნირში მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები იასპარეზებენ. ცხადია, მათ შორის ახალზელანდიელებიც იქნებიან, რომლებიც ჯგუფურ ტურნირში ქუთაისში, "აია არენაზე" ითამაშებენ.

უკვე ცნობილია "ბეიბი ბლექსის" ის შემადგენლობა, რომელიც საქართველოში გვეწვევა. მათ რიგებში, იმედია, დროებით, არ არის ახალზელანდიელთა ამომავალი ვარსკვლავი ჯორდი ბარეტი, რომელიც "ოლ ბლექსის" მგეზავის, ბოდენ ბარეტის უმცროსი ძმაა. ჯორდიმ შარშან ინგლისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ის მაშინ გუნდის კაპიტანი იყო.

მოგვიანებით, ჯორდი ბარეტმა "ოლ ბლექსის" შემადგენლობაშიც ითამაშა და ისე კარგად, რომ გვათქმევინა - მსოფლიოს
რაგბიში ბარეტების ეპოქა იწყებაო. გაამართლებს თუ არა ეს გამონათქვამი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ამჯერად კი ჯორდი ბარეტი კლუბთან დაკავშირებული საკონტრაქტო პირობების გამო შესაძლოა ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს ვარ დაეხმაროს. მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ ფილპოტმა სამსოფლიო შემადგენლობა უკვე დაასახელა, გამორიცხული არ არის, ბარეტი გუნდს მაინც დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ირლანდიის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებები ეყოლება. ამ ჯგუფის მატჩები, როგორც უკვე ვთქვით, ქუთაისში გაიმართება.

ახალი ზელანდია
შერკინება: ჰარისონ ალანი, ტომ კრისტი (ორივე-ქენთერბერი), ასაფო აუმუა, ალექს ფიდოუ, აიზეა ვოლკერ-ლივე (სამივე-ველინგთონი), სემ კერდი, რაიან კოქსონი, ლუკ იაკობესნი (სამივე-ვაიკატო), ედრიან ჩოტი, ეზეკილ ლინდენმუტი, დალტონ პაპალიი, ჯეიკობ პირსი, ჯეი პი სანი, სამუელ სლედი (ყველა-ოქლენდი), ტიმ ფარელი, მარინო მიკაელი-ტუუ, პოური რაკეტე-სტოუნსი (სამივე-ჰოუკს ბეი)
უკანა ხაზი: კეილებ კლარკი (ოქლენდი), ერეატარა ენარი, ბრეიდონ ენორი, ჯოშ მაკქეი (სამივე-ქენთერბერი), ტიმა ფაინგანუკუ, ვილ ჯორდანი (ორივე-ტასმანი), ტიაან ფალკონი (ჰოუკს ბეი), კემარა ჰაუიტი-პარაპარა, კარლოს პრაისი, თომას უმაგა-ჯენსენი (სამივე-ველინგთონი), ორბინ ლეიხერი (კაუნტისი), კირან მატუ (ტარანაკი), ჯონა ნარეკი (ოტაგო), ტამატი ტუა (ნორსლენდი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული