გულშემატკივრებმა მამუკა გორგოძე და შალვა სუთიაშვილი ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა Rugbyrama.fr-მა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები მამუკა გორგოძე და შალვა სუთიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

გამოცემა ყოველკვირეულად ორივე ფრანგული ელიტური ლიგის (ტოპ 14 და პრო დე 2) სიმბოლურ 15-ეულს ქომაგების ხმების მიხედვით ადგენს. მე-6 ტურში ტოპ 14-ის და პრო დე 2-ის 15-ეულებში ორი ქართველი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მატჩში "ტულონმა" "კლერმონს" 23:21 მოუგო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა მამუკა გორგოძის ლელო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, რომელიც ბერნარმა გარდასახა. შალვა სუთიაშვილის "ანგულემმა" კი შინ
"მონტობანს" სძლია - 25:15. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა.

- რაგბი. ლეგიონი: ქართველების ლელოთა ცვენა საფრანგეთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული