მეორე ქართველი ინგლისურ პრემიერშიპში - გიორგი ნემსაძე კარიერას "ბრისტოლში" გააგრძელებს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ნემსაძე კარიერას ინგლისურ "ბრისტოლში" გააგრძელებს.

"ბრისტოლი" ინგლისურ ავივა პრემიერშიპში ქვედა დივიზიონიდან წელს ამოვიდა, ნემსაძე კი მეორე ქართველია, ვინც პრემიერშიპში ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ შარშან "ვუსთერ ვორიორზში" სათამაშოდ ჯაბა ბრეგვაძე გადავიდა.

გიორგი ნემსაძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატცი აქვს ჩატარებული. მან 2011 და 2015 წლების მსოფლიო თასებზე იასპარეზა, წელს კი წარმატებული ოკეანეთის ტურნეს ერთ-ერთი მონაწილე იყო. ნემსაძე, რომლის სარაგბო კარიერა ქუთაისის "აიაში" დაიწყო, წლების განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა. ბოლოს იგი პრო დე 2-ის კლუბ "ტარბში" ირჯებოდა.


"გიორგი შესანიშნავად მოერგება "პრემიერშიპს". იგი მძიმე და უხეშია, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული შერკინების ბოლოდროინდელ წარმატებაში.

"ჩვენ ვეძებთ მოთამაშეებს, რომლებიც სრულად შეეფერებიან ბრისტოლის ტრადიციულ სტანდარტებს და კულტურას. გიორგი არა მარტო ფრანგული რაგბის 10-წლიან გამოცდილებას მოგვიტანს, არამედ ჩვენთვის სასურველ ღონესა და ბრძოლის ჟინს," - განაცხადა ბრისტოლის მთავარმა მწვრთნელმა ენდი რობინსონმა.

"ყოველთვის უმაღლეს დონეზე თამაშისადმი ვისწრაფი, ამიტომ ძალიან მიხარია რომ მოვხვდი ბრისტოლში და პრემირშიპში ვითამაშებ. ბევრი ვესაუბრე ენდი რობინსონს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლუბში არსებულმა გარემომ, კლუბის ამბიციამ. ვამაყობ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ბოლომდე დავიხარჯო თანაგუნდელებისთვის და კვართისთვის, რომელიც მაცვია. მოუთმენლად ველი ჩემს პირველ მატჩს ბრისტოლში" განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგარია და დარწმუნებული ვარ წარმატებით იასპარეზებს ინგლისშიც
ქუთათური
15:15 22-08-2016
0
ფანტასტიური ფოტოა და ამბავიც კარგია
ნიკოლოზ
17:00 27-07-2016
0

სიახლეები პოპულარული