რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძე "ვორსტერის" ძირითადში დამკვიდრდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე ინგლისის უმაღლესი ლიგის, "ავივა პრემიერშიპის" "ვორსტერში" შარშან, ამავე ქვეყანაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ჩაირიცხა. ჩვენებურმა ნელ-ნელა აუღო ალღო გუნდის თამაშს და დღესდღეობით ძირითადი შემადგენლობის მორაგბეა.

"ვორსტერი" ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურში სტუმრად დაუპირისპირდა "ნიუკასლს" და მინიმალური სხვაობით, 15:14 მოუგო. ბრეგვაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და თავიდან ბოლომდე ითამაშა.

"ვორსტერი" ახლა 22 ქულით მე-10 ადგილზეა და დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

გაცილებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს "კელტთა ლიგაში" მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი შერკინების ბურჯის, შალვა მამუკაშვილის "გლაზგოს",
რომელმაც შინ დაამარცხა უელსური "კარდიფ ბლუზი" - 27:20 და ახლა 43 ქულით მე-7 ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული