ქართული რაგბი

ლეგიონერები

რაგბი. ლეგიონი: "ტულონის" ახალი ბომბი - ბადრი ალხაზიშვილი

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის ლიდერი მე-16 ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდი "ტულონი" გახდა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენებურთა ამ კლუბს კონკურენტებზე ერთით მეტი მატჩი აქვს გამართული.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონმა" შინ მიიღო გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივი" და დიდი ანგარიშით - 44:15 მოუგო. გორგოძისა და ასეიშვილის გარდა, ყველამ ითამაშა. მამუკა ტრავმირებულია, ასეიშვილმა კი ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.

"ტულონს" ტრავმიანობამ ხელი დარია. განსაკუთრებით გაუჭირდა გუნდს შერკინების კვაჭის პოზიციაზე. აქ ორიოდ თვის
წინათ სამედიცინო ჯოკერის რანგში ირაკლი ნატრიაშვილი აიყვანეს, თუმცა პრობლემა მაინც მთელი სიმწვავით დგას. ახლახან კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მალე აღმოიფხვრება, რომ მალე "ტულონი" ახალ "ბომბს" შემოგვთავაზებს. ეს არის ქართველი შერკინების კვაჭი ბადრი ალხაზიშვილი.

"შერკინების კვაჭის პოზიციაზე მართლაც სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეტოქეებს ერთ "პატარა ბომბს" ვუმზადებთ. ის ახალგაზრდა პროფესიონალია, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერია. მას ბადრი ჰქვია, გვარს კი ვერაფრით წარმოვთქვამ. მოკლედ, ის ქართველი მორაგბეა.

სავარაუდოდ, მას "ლა როშელის" წინააღმდეგ მატჩში ვიხილავთ. ის სწავლობდა სკოლაში ახალ ზელანდიაში და ჩვენთან ახალგაზრდულ გუნდში მივიღეთ.

დერეფანში ბურთს შესანიშნავად აგდებს და მისი ასაკის ბიჭის კვალობაზე, ძალიან კარგად აზროვნებს თამაშისას. ის მთლიანად რაგბისკენაა კონცენტრირებული. მისი დამოკიდებულება საქმისადმი ჩემთვის შთამბეჭდავია. ვგრძნობ, რომ მას თავდავიწყებით უყვარს თავისი საქმე", - თქვა "ტულონის" თავკაცმა.

"ტულონს" კვალში უდგას დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი", რომელიც რეალურად პოტენციური ლიდერია. პარიზელებმა მოულოდნელად შინ წააგეს "კასტრთან" - 9:13. ხინჩაგიშვილი თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.

უმძიმესი, მაგრამ ძალიან საინტერესო ბრძოლა გაიმართა ტულუზში, სადაც ადგილობრივმა გრანდმა, ვასილ კაკოვინის გუნდმა მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიესთან" წააგო - 29:31. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. ნარიაშვილმა და ქუბრიაშვილმა საქართველოს ნაკრებში ითამაშეს.

TOP 14
XVI ტური
ტულონი-ბრივი 44:15
სტად ფრანსე-გრენობლი 18:33
კლერმონი-ოიონაქსი 44:16
აჟენი-ლა როშელი 31:27
პო-ბორდო 3:15
რასინგი-კასტრი 9:13
ტულუზი-მონპელიე 29:31

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) შეცვლაზე (45 წთ)
გიორგი ნაცარაშვილი (პო) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ტრავმირებულია
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) შეცვლაზე (62 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (51 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) შეცვლაზე (55 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ეროვნულ ნაკრებში
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) ძირითადში (52 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) ეროვნულ ნაკრებში
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ეროვნულ ნაკრებში
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (48 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი ჟღენტი (ბრივი) ძირითადში (47 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) შეცვლაზე (62 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ტულონი 16 10 0 6 +204 51(11)
2. რასინგი 15 11 1 3 +45 49(3)
3. კლერმონი 15 9 1 5 +145 48(10)
4. ბორდო 16 10 1 5 +42 45(3)
5. ტულუზი 15 9 0 6 +165 44(8)
6. მონპელიე 15 9 0 6 +13 41(5)
7. კასტრი 15 8 0 7 +14 37(5)
8. ბრივი 15 8 0 7 -3 36(4)
9. გრენობლი 15 7 0 8 -9 33(5)
10. ლა როშელი 15 6 0 9 -21 31(7)
11. სტად ფრანსე 15 6 0 9 -40 26(2)
12. პო 15 5 1 9 -172 24(2)
13. აჟენი 15 3 0 12 -133 15(3)
14. ოიონაქსი 15 3 0 12 -250 14(2)

PRO D2
XX ტური
ლიონი-ორიაკი 38:3
ექსი-დაქსი 23:29
ალბი-ტარბი 37:36
ბეზიე-ბიარიცი 25:26
მარსანი-ბურგუენი 26:15
ნარბონი-მონტობანი 26:24
პერპინიანი-კარკასონი 40:14
ბაიონი-კოლომიე 16:15

ქართველი ლეგიონერები
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) ეროვნულ ნაკრებში
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (55 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ეროვნულ ნაკრებში
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში სბ
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ეროვნულ ნაკრებში
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) ძირითადში (57 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (53 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) ძირითადში (31 წთ)
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში (49 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ეროვნულ ნაკრებში.

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 20 18 0 2 +351 82(10)
2. ბაიონი 20 14 1 5 +78 64(6)
3. ბეზიე 20 12 1 7 +114 56(6)
4. ორიაკი 20 11 0 9 +58 51(7)
5. კოლომიე 20 10 2 8 +9 50(6)
6. პერპინიანი 20 10 1 9 +32 49(7)
7. ალბი 20 11 1 8 +12 49(3)
8. ნარბონი 20 10 0 10 -29 46(6)
9. მარსანი 20 9 0 11 -62 41(5)
10. მონტობანი 20 8 0 12 -60 38(6)
11. ბიარიცი 20 8 0 12 +11 37(5)
12. ბურგუენი 20 7 0 13 -53 37(9)
13. კარკასონი 20 8 0 12 -163 36(4)
14. ტარბი 20 8 0 12 -32 32(8)
15. დაქსი 20 7 0 13 -98 32(4)
16. ექსი 20 6 0 14 -168 26(2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"