ვიქტორ კოლელიშვილი მსაჯზე თავდასხმისთვის დაისაჯა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კლერმონის" მესამეხაზელი ვიქტორ კოლელიშვილი 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ინციდენტი გასულ უქმეებზე, ევროპის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მატჩისას მოხდა. "კლერმონისა" და უელსური "ოსფრიზის" დაპირისპირებისას კოლელიშვილმა მსაჯს ხელი ჰკრა.

მატჩის ოფიციალურ პირზე თავდასხმა კი სადისციპლინო კოდექსით მკაცრად ისჯება. ფრანგულ მედიაში ვარაუდობდნენ, რომ "ვიტოს" 24 კვირით დასჯიდნენ, მაგრამ სადისციპლინო კომისია უფრო მოწყალე გამოდგა და ის 14-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამდენად, კოლელიშვილი 25 აპრილამდე ვერ ითამაშებს. კლუბში ის ცხრა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში ხუთივე შეხვედრას გამოტოვებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ძალიან ცუდია რა არ შეიძლება ასე, თავის თავს ხო ვნებს და საქართველოს ნაკრებს და გუნდსაც ცუდ დღეში აყენებს, მესმის თამაშის დროს ძნელია ნერვების გაკონტროლება მაგრამ აუცილებელი.
Temo
16:19 21-01-2016
0
არა რააა....! ამ კაცმა ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა! ძლივს მიეცა შანსი "კლერმონის" ძირითადში დამკვიდრების და აჰა, ეს სეზონიც ფატქიურად დაამთავრა წინასწარ... და მერე რის გამო??!!
eeeeeh...
15:05 20-01-2016
0
კაი რა ვიტო, დაიწყნარე ნერვები. არ შეილება ეგრე. რაგბი კაცების თამაშია და არა აგრესიული ფსიქოპატების.
ზუკა
14:35 20-01-2016
0
ძაან მაგარი ბიჭი რომაა, მაგაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტად აგრესიულიც რომაა, ესეც ცხადია. ისედდაც ტრამვამ შარშან რამდენი დრო დააკარგვინა და ეხლა ესეც არაა კარგი თავისივე კარიერისთვის.
Lasha
12:04 20-01-2016
0
რათა შვილო,რათაა??? სამწუხაროა ვიტო
jemali
10:38 20-01-2016
0
ძალიან უხეში მოთამაშეა და ეტყობა შიგადაშიგ კონტროლს კარგავს
0
სიახლეები პოპულარული