გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
The Telegraph: ვასილ ლობჟანიძე რომ ახალ ზელანდიაში დაბადებულიყო... [VIDEO]
15:20 04-01-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" სიმბოლური დაასახელა, სახელწოდებით: "მსოფლიო 15-ეული, რომელიც 2016-ს შტურმით აიღებს". სიმბოლურში შეიყვანეს ახალგაზრდა მორაგბეები, რომლებსაც ეროვნული კვართით 20-ზე ნაკლები კეპი აქვთ მოხვეჭილი და მათ შორის 9 ნომერზე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ დასახელებული, "ბორჯღალოსანი" ვასილ ლობჟანიძეა.

ავტორის კომენტარი:

"ის
ზელანდიაში რომ დაბადებულიყო, უკვე ცნობილი სუპერვარსკვლავი იქნებოდა. ლობჟანიძე მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა მას შემდეგ, რაც ტონგასთან 18 წლის და 340 დღისამ ითამაშა".

ლობჟანიძემ რაგბის თამაში 11 წლის ასაკში, რაგბის კლუბ "არმაზში" დაიწყო და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას იცავს. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 2015 წელს უმცროს "ბორჯღალოსანთა" რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გათამაშებაში გაიმარჯვა. "ბორჯღალოსანთა" კვართი მან 2015 წლის რაგბი ვეროპის ჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ 10 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა "ბორჯღალოსნების" ოთხივე მატჩში.

ახლახან ლობჟანიძემ ფრანგული ტოპ 14-ის "ბრივთან" გააფორმა წინასწარი კონტრაქტი და შემდეგი სეზონიდან იქ ითამაშებს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
123
02:08 05-01-2016
გაიხარე, წარმატებები
soxumeli
18:59 04-01-2016
წარმატებებს ვუსურვებ!