ჩილაჩავას, გორგოძისა და მიქაუტაძის "ტულონმა" ჩემპიონთა თასი მოიგო

AutoSharing Option
ლევან ჩილაჩავას, მამუკა გორგოძისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი" ჩემპიონთა თასის გამარჯვებულია.

აღსანიშნავია, რომ "ტულონმა" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ზედიზედ სამჯერ მოიგო.

"ტულონმა" ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" ანგარიშით 24:18 დაამარცხა.

გორგოძე და მიქაუტაძე განაცხადში არ ყოფილან, ხოლო ჩილაჩავამ შეცვლაზე ბოლო 16 წუთი ითამაშა. ზირაქაშვილმა 67-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო კოლელიშვილი ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა კომენტარი უნდა გააკეთო?! ისეთი სტატია და ანალიტიკური მიმოხილვაა აქვს გაკეთებული ჟურნალისტს, რომ რა უნდა თქვა ამაზე მეტი ამ თამაშის გარშემო?!
ynwa
10:52 04-05-2015
0

სიახლეები პოპულარული