The Telegraph-მა მამუკა გორგოძე მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს შორის დაასახელა

AutoSharing Option
The Telegraph-მა დღეისათვის საუკეთესო 100 მორაგბის სია გამოაქვეყნა და სასიხარულოა, რომ მე-60 პოზიციაზე "ბორჯღალოსანი" მამუკა გორგოძე მოხვდა.

"ამაზე "საშინელ" კადრებს ვერ ნახავთ რაგბიში, როცა "გორგოძილა" მთელი ძალისხმევით იბრძვის მინდორზე. "ტულონმა" თავისი ახალი "გალაქტიკო" მამუკა გორგოძით შეავსო მას მერე, რაც ქართველმა "მონპელიეს" 9 წელი უერთგულა", - წერს "ტელეგრაფი".

სიაში ახალზელანდიელები დომინირებენ - სიაში ამ ქვეყნის 21 მორაგბეა, პირველ ადგილზე კი "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკოუა. ახალზელანდიელებისგან შედგება პირველი ოთხეულიც.
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველ ადგილზე მეგრელი გაიჩითა. გორგოძე მგელია, ვენაცვალე
chiko
17:24 06-03-2015
0
გია-ს
ჩვენს ძიუდოისტებს ნუ დაივიწყებ :)
giorgig83
13:34 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული