ქართული ლეგიონი: ორი ლიდერია, შვიდი საპლეიოფოშია

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ნაცარაშვილი მარჯვნივ

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში პირველი წრის მატჩები დასრულდა.

ქართველი მორაგბეების გუნდებიდან ორი ჯგუფის ლიდერია, შვიდი მათგანი კი საპლეიოფო ზონაშია.

A ჯგუფში საგრძნობლად დაწინაურდა "ნევერი", რომელმაც პირველი წრის ბოლო მატჩში სტუმრად მოუგო გიორგი ოზგებაშვილისა და თედო ზიბზიბაძის "პერიგოს" - 14:9. ზიბზიბაძე ტრავმირებულია, ოზგებაშვილი განაცხადში არ იყო.

ნევერელები ახლა ათი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ბაჩუკი გუჯარაიძის, ბექა ურჯუკაშვილისა და ნიკოლოზ კაზალიკაშვილის "ლიმოჟს", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ლიბურნი" - 10:44.

27 ქულით მესამე ადგილზეა გიო სორდიასა და გიორგი ჩხაიძის
"ლილი", რომელმაც შინ დაამარცხა გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "ბერჟერაკი" - 39:7. სორდიამ სრულად ითამაშა, ჩხაიძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული.

საპლეიოფო ზონაშია რეზო გიგაურის, მერაბ კვირიკაშვილისა და ლევან მოდებაძის "მონლუსონი", რომელიც სტუმრად დამარცხდა უშუალო კონკურენტთან, გიორგი მენაბდიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულესთან" - 12:18. გიგაურმა სრულად ითამაშა, მოდებაძე მეორე ტაიმში შეცვალეს, კვირიკაშვილმა საქართველოს ნაკრებში იასპარეზა.

ავთანდილ კოპალიანის "ბობინიმ", რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა, შინ მოუგო "ლორმონს" - 28:22. კოპალიანი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

A ჯგუფი
პერიგო-ნევერი 9:14, ლილი-ბერჟერაკი 39:7, ლიბურნი-ლიმოჟი 10:44, ტულე-მონლუსონი 18:12, ბობინი-ლორმონი 28:22.

სატურნირო მდგომარეობა
1. ნევერი - 40 ქულა, 2. ლიმოჟი - 30, 3. ლილი - 27, 4. მონლუსონი - 27, 5. ტულე - 21, 6. პერიგო - 17, 7. ბერჟერაკი - 17, 8. ლორმონი - 11, 9. ბობინი - 10, 10. ლიბურნი - 10.

X ტური
ლილი-ნევერი, პერიგო-ლიმოჟი, მონლუსონი, ტულე-ბერჟერაკი, ლიბურნი-ბობინი.

* * *
B ჯგუფში გურამ კავთიძის "მაკონი" გალიდერდა, რომელმაც სტუმრად მოიგო ნოდარ ჭეიშვილის "ლა სეინთან" - 21:7. კავთიძე მეორე ტაიმში შეცვალეს, ჭეიშვილი განაცხადში არ იყო. მაკონელებს ახლა 33 ქულა აქვთ. მათ ოთხი ქულით ჩამორჩება გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი", რომელმაც შინ მოუგო გიორგი ჯაშიტაშვილის, მიხეილ გაჩეჩილაძისა და რევაზ ბელქანიას "კარკუირანს" - 23:3.

"ბურგ ან ბრესს" კვალში უდგას საბა ქართველიშვილის "შამბერი", რომელმაც სტუმრად წააგო ასტამურ იოსელიანის "რომანთან" - 27:31. თემურ გელანტიას "ტრიკასტინმა" კი, რომელიც აუტსაიდერია, ასევე სტუმრად დათმო შეხვედრა "შალონთან" - 14:32.

B ჯგუფი
ობენა-ლა ვულე 24:6, ლა სეინი-მაკონი 7:21, ბურგ ან ბრესი-კარკუირანი 23:3, შალონი-ტრიკასტინი 32:14, რომანი-შამბერი 31:27.

სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 33 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 29, 3. შამბერი - 28, 4. ობენა - 27, 5. რომანი - 24, 6. შალონი - 22, 7. ლა სეინი - 14, 8. ლა ვულე - 11, 9. კარკუირანი - 10, 10. ტრიკასტინი - 2.

X ტური
ლა ვულე-შამბერი, ობენა-მაკონი, ლა სეინი-კარკუირანი, ბურგ ან ბრესი-ტრიკასტინი, შალონი-რომანი.

* * *
C ჯგუფში საგრძნობლად გაურთულდა მდგომარეობა ერთადერთ ქართულ გუნდს, ტარიელ დონაძის "როდეზს", რომელმაც პირველი წრის ბოლო ტურში შინ წააგო "ანგულემთან" - 18:21.

C ჯგუფი
ტიროსი-კასტანე 33:13, კონიაკი-ლანჟონი 27:20, როდეზი-ანგულემი 18:21, სენტ სულპისე-სენ ჟან დე ლუზი 48:3, სენ ნაზერი-ვანი 23:15.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვანი - 30 ქულა, 2. ტიროსი - 28, 3. ლანჟონი - 28, 4. კასტანე - 26, 5. სენ ნაზერი - 22, 6. ანგულემი - 21, 7. როდეზი - 19, 8. სენ ჟან დე ლუზი - 14, 9. კონიაკი - 11, 10. სენტ სულპისე - 8.

X ტური
კასტანე-ვანი, ტიროსი-ლანჟონი, კონიაკი-ანგულემი, როდეზი-სენ ჟან დე ლუზი, სენტ სულპისე-სენ ნაზერი.

* * *
D ჯგუფში პირველ ადგილზე ნიკა პატარაიასა და გიორგი ზაქაშვილის "ექსია", რომელმაც სტუმრად დაამარცხა ლაშა მალაღურაძის "ბაგნერე" - 20:12. თორნიკე ლომიძის "ოშმა", კი რომელიც ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩება, შინ დაამარცხა "გროლე" - 9:3. სიმონ მაისურაძის "ვალანსმა" შინ მოუგო "მოლეონს" - 13:6 და 22 ქულით მესამე ადილზეა.

D ჯგუფი
ოში-გროლე 9:3, ბაგნერე-ექსი 12:20, ბლანიაკი-აგდი 32:6, ოლორონი-ლანამეზანი 24:10, ვალანსი-მოლეონი 13:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 34 ქულა, 2. ოში - 27, 3. ვალანსი - 22, 4. ოლორონი - 22, 5. ბლანიაკი - 20, 6. ბაგნერე - 19, 7. აგდი - 18, 8. მოლეონი - 13, 9. ლანამეზანი - 12, 10. გროლე - 12.

X ტური
ექსი-მოლეონი, ოში-ლანამეზანი, ბაგნერე-აგდი, ბლანიაკი-გროლე, ოლორონი-ვალანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული