ქართული ლეგიონი: "მასი" უკვე პლეი ოფშია, ოთხი ისევ იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურიღა დარჩა.

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ პლეი ოფში გააღწია ქართველ მორაგბეთა ერთმა გუნდმა, A ჯგუფის ლიდერმა, პარიზულმა "მასიმ". კიდევ ოთხი კი გადამწყვეტ ეტაპზე მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის.

შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, ელიზბარ ყუფარაძის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" მე-14 ტურში შინ დაამარცხა რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონი" - 48:12.

აღსანიშნავია, რომ მონლუსონელები ასევე პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვიან, თუმცა შესანიშნავ ფორმაში მყოფ ლიდერთან ვერას გახდნენ.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, დადუნაშვილი 45-ე
წუთზე შეცვალეს, 69-ე წუთზე დატოვეს მოედანი გიგაურმა და ყუფარაძემ, იმავდროულად თამაშში ჩაერთნენ გელანტია და აშვეთია. ყუფარაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშეთა შორის დასახელდა.

აუტსაიდერმა, ირაკლი ნინიძის "დიჟონმა" შინ მინიმალური სხვაობით წააგო "ბობინისთან" - 20:21.

ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერის" დაპირისპირება შინ შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელისთან" გადაიდო.

A ჯგუფი
ლილი-ნევერი 31:6, მასი-მონლუსონი 48:12, კონიაკი-ვანი 22:19, დიჟონი-ბობინი 20:21, სენ ნაზერი-სენ ჟან დანჟელი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 56 ქულა, 2. ნევერი - 51, 3. ლილი - 48, 4. ვანი - 38, 5. მონლუსონი - 29, 6. ბობინი - 26, 7. სენ ნაზერი - 25, 8. კონიაკი - 25, 9. სენ ჟან დანჟელი - 17, 10. დიჟონი - 11.

XV ტური
ნევერი-მასი, ვანი-ლილი, კონიაკი-სენ ნაზერი, მონლუსონი-დიჟონი, ბობინი-სენ ჟან დანჟელი

B ჯგუფში კვლავ ლიდერობს ავთანდილ კოპალიანის "მაკონი", რომელმაც შინ დაამარცხა "ლა სეინი" - 23:14. კოპალიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

ლიდერთა შორისაა და პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის საბა ქართველიშვილის "შამბერი", რომელმაც შინ დაამარცხა "ლა ვულე" - 37:22. ქართველიშვილი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო.

მძიმე ბრძოლა გადახდა შინ მერაბ კვირიკაშვილის "ვიენს" აუტსაიდერ, გიორგი კუთარაშვილის "ანესისთან". მასპინძლებმა 9:6 გაიმარჯვეს. კვირიკაშვილმა სამი საჯარიმო გაიტანა (9 ქულა). კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონმა", რომელიც სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარშია, სტუმრად წააგო "ექსთან" - 3:41.

B ჯგუფი
რომანი-ობენა 12:12, ექსი-შალონი 41:3, მაკონი-ლა სეინი 23:14, შამბერი-ლა ვულე 37:22, ვიენი-ანესი 9:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. მაკონი - 48 ქულა, 2. ობენა - 44, 3. ექსი - 43, 4. შამბერი - 39, 5. რომანი - 39, 6. ლა სეინი - 36, 7. ლა ვულე - 29, 8. შალონი - 19, 9. ვიენი - 17, 10. ანესი - 9.

XV ტური
ობენა-ექსი, ლა სეინი-რომანი, მაკონი-ვიენი, ლა ვულე-ანესი, შალონი-შამბერი.

C ჯგუფში თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "პერიგომ" შინ მიიღო პლეი ოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ლანჟონი" და 19:12 დაამარცხა.

გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი ლელო მასპინძლებმა მას შემდეგ გაიტანეს, რაც ზიბზიბაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და თანაგუნდელს სალელოვე გადაცემა გაუკეთა.

ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა, გაბელია და მაღალდაძე განაცხადში არ იყვნენ.

C ჯგუფი
პერიგო-ლანჟონი 19:12, მონტობანი-ენდაი 40:0, როდეზი-ლავორი 19:8, სენ ჟან დე ლუზი-ტულე 24:24, ლიმოჟი-ლორმონი 31:27.

სატურნირო ცხრილი

1. მონტობანი - 66 ქულა, 2. ლანჟონი - 40, 3. პერიგო - 33, 4. სენ ჟან დე ლუზი - 33, 5. როდეზი - 31, 6. ლიმოჟი - 30, 7. ტულე - 27, 8. ლორმონი - 27, 9. ლავორი - 23, 10. ენდაი - 13.

XV ტური

ტულე-როდეზი, ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი, პერიგო-ლიმოჟი, ლავორი-მონტობანი, ენდაი-ლორმონი.

D ჯგუფში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "ლურდთან" სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ბექა ურჯუკაშვილის, გიორგი მჭედლიშვილისა და ლადო გუნიავას "ბაგნერემ".

ჩვენებურთა გუნდმა უმძიმეს ბრძოლაში მასპინძლები მინიმალური სხვაობით, 13:12 დაამარცხა და ახლა 36 ქულით მე-4 ადგილზეა. "ბაგნერეს" შესანიშნავი შანსი გაუჩნდა, მომდევნო ეტაპზე მოწინავეთა შორის ითამაშოს.

მიხეილ გაჩეჩილაძის "აჟეტმოს" კი არ გაუმართლა. ჩვენებურის გუნდის მეტოქე საშინაო მატჩში D ჯგუფის ლიდერი "ტიროსი" იყო. მასპინძლები 19:27 დამარცხდნენ. "აჟეტმო" ახლა 17 ქულით ბოლო ადგილზეა.

D ჯგუფი
ლურიდი-ბაგნერე 12:13, ლანამეზანი-ოლორონი 16:13, აჟეტმო-ტიროსი 19:27, მოლეონი-ბლანიაკი 21:11, კასტანე-ვალანსი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 51 ქულა, 2. ოლორონი - 45, 3. ლანამეზანი - 39, 4. ბაგნერე - 36, 5. კასტანე - 35, 6. ვალანსი - 33, 7. ბლანიაკი - 31, 8. ლურდი - 18, 9. მოლეონი - 18, 10. აჟეტმო - 17.

XV ტური
ოლორონი-ლურდი, ვალანსი-ლანამეზანი, კასტანე-მოლეონი, ბაგნერე-აჟეტმო, ტიროსი-ბლანიაკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული