ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას "მეტრო რასინგში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების და ფრანგული "კასტრის" 26 წლის ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი 2014-15 წლების სეზონიდან კარიერას პარიზულ "მეტრო რასინგში" განაგრძობს.

"კასტრში" ძალიან კარგი სიტუაციაა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ, თუმცა "მეტრო რასინგში" "კასტრის" ყოფილი სამწვრთნელო შტაბი გადაბარგდა და საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს.

თანაც, მათ ამბიციური გეგმები გააჩნიათ კლუბის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე, წავსულიყავი პარიზულ კლუბში და მათთან სამწლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც ძალაში ამ სეზონის დასრულებისთანავე შევა"
- განაცხადა ანტონ ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ფეიქრიშვილი "კასტრში" 2010 წლიდან ასპარეზობს და გასულ წელს საფრანგეთის
ჩემპიონიც გახდა. ეროვნულ ნაკრებში კი კლუბ "ხულიგანას" აღზრდილ ბურჯს 9 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
..."ხულიგანა"...

რამდენი ხულიგანაა საქართველოში, ან რამდენი ხულიგანას პერსპექტივა და რესურსი - ამდენი რომ ფინანსები იყოს...
კასტრსა და მერტო რასინგში მოასპარეზე ფეიქრიშვილებიც მეტი გვეყოლებოდა
GiorgiG83
12:30 17-01-2014
0

სიახლეები პოპულარული