ლეგიონერები: დაუმარცხებელი "მასი" და ორი - ლიდერებში

AutoSharing Option
ფოტოზე: დიმიტრი ბასილაია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მესამე ტურის მატჩების შემდეგ ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან დაუმარცხებლად ასპარეზობს პარიზული "მასი", კიდევ ორი - "პერიგო" და "მაკონი" კი - ლიდერთა შორისაა.

A ჯგუფში სამი თამაშიდან სამივე მოიგო დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილის, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურისა და ელიზბარ ყუფარაძის "მასიმ".

პარიზელებმა მესამე ტურში სტუმრად დაამარცხეს შოთა საყვარელიძის "სენ ჟან დანჟელი" - 31:13. საყვარელიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, სუთიაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს, 13 წუთით ადრე თამაშში დავით დადუნაშვილი და დავით აშვეთია ჩაერთნენ.

ბაჩუკი გუჯარაიძის
"სენ ნაზერმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად აუტსაიდერთან, ირაკლი ნინიძის "დიჟონთან" დაპირისპირებაში - 12:6. ნინიძე 41-ე წუთზე შეცვალეს, გუჯარაიძე განაცხადში არ იყო.

რეზო გიგაურისა და თენგიზ გელანტიას "მონლუსონი" შინ დამარცხდა "კონიაკთან" - 12:16.

გელანტია 47-ე წუთზე შეცვალეს, გიგაურმა მოედანი ცხრა წუთის შემდეგ დატოვა.

A ჯგუფი
ვანი-ნევერი 22:20, სენ ჟან დანჟელი-მასი 13:31, ბობინი-ლილი 12:18, მონლუსონი-კონიაკი 12:16, დიჟონი-სენ ნაზერი 6:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 15 ქულა, 2. ვანი - 10, 3. ნევერი - 9, 4. ლილი - 9, 5. კონიაკი - 9, 6. სენ ჟან დანჟელი - 8, 7. სენ ნაზერი - 5, 8. მონლუსონი - 3, 9. ბობინი - 2, 10. დიჟონი - 1.

IV ტური
მასი-ბობინი, ლილი-მონლუსონი, კონიაკი-ნევერი, სენ ნაზერი-ვანი, დიჟონი-სენ ჟან დანჟელი.

B ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 10 ქულით მესამე ადგილზეა.

მაკონელებმა მესამე ტურში სტუმრად დაამარცხეს გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი" - 29:19. კოპალიანი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო, ჯაშიტაშვილს არ უთამაშია.

სამი თამაშიდან სამივე წააგო მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის "ვიენმა".

ჩვენებურთა გუნდი ამჯერად სტუმრად ვერას გახდა "შამბერისთან" - 14:16. კვირიკაშვილმა, რომელმაც ფულბეკის პოზიციაზე სრულად ითამაშა, ერთი საჯარიმო გაიტანა.

B ჯგუფი
ლა ვულე-რომანი 26:9, შალონი-მაკონი 19:29, ანესი-ექსი 19:25, შამბერი-ვიენი 16:14, ობენა-ლა სეინი 24:20.

სატურნირო მდგომარეობა
1. ექსი - 12 ქულა, 2. ობენა - 12, 3. მაკონი - 10, 4. შამბერი - 9, 5. რომანი - 6, 6. ლა სეინი - 6, 7. შალონი - 5, 8. ლა ვულე - 5, 9. ანესი - 5, 10. ვიენი - 2.

IV ტური
ექსი-ლა ვულე, მაკონი-ობენა, რომანი-შალონი, ვიენი-ლა სეინი, შამბერი-ანესი.

С ჯგუფში ლიდერებს შორისაა თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიასა და ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ლავორი" 25:14 და ახლა 11 ქულით მესამე ადგილზეა.

ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა და სტუმრებმა ერთი ლელო მისი შესანიშნავი სოლო-რეიდის შედეგად გაიტანეს.

С ჯგუფი
ენდაი-სენ ჟან დე ლუზი 18:31, მონტობანი-ლიმოჟი 22:16, ლორმონი-როდეზი 19:16, ლავორი-პერიგო 14:25, ტულე-ლანჟონი 19:26.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 13 ქულა, 2. ლანჟონი - 12, 3. პერიგო - 11, 4. ლიმოჟი - 9, 5. სენ ჟან დე ლუზი - 9, 6. ლავორი - 6, 7. ლორმონი - 6, 8. როდეზი - 2, 9. ტულე - 1, 10. ენდაი - 0.

IV ტური
როდეზი-ენდაი, სენ ჟან დე ლუზი-ლავორი, პერიგო-ტულე, ლიმოჟი-ლანჟონი, მონტობანი-ლორმონი.

პირველი გამარჯვება მოიპოვა D ჯგუფში მოასპარეზე სიმონ მაისურაძის, ლაშა მალაღურაძის, ლადო გუნიავას, ბექა ურჯუკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბაგნერემ".

ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა აუტსაიდერი "კასტანე" - 27:21. მალაღურაძემ, რომელიც თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო, ორი საჯარიმო გაიტანა, მაისურაძე 53-ე წუთზე შეცვალეს.

D ჯგუფი
ბლანიაკი-ლურდი 32:22, ტიროსი-ლანამეზანი 15:15, ბაგნერე-კასტანე 27:21, ოლორონი-ვალანსი 28:18, აგეტმო-მოლეონი 29:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. ოლორონი - 12 ქულა, 2. ტიროსი - 11, 3. ლანამეზანი - 10, 4. ბლანიაკი - 8, 5. ბაგნერე - 6, 6. აგეტმო - 5, 7. მოლეონი - 5, 8. ვალანსი - 4, 9. ლურდი - 4, 10. კასტანე - 3.

IV ტური
ლურდი-ტიროსი, ლანამეზანი-ბაგნერე, კასტანე-ოლორონი, აგეტმო-ბლანიაკი, მოლეონი-ვალანსი.

წარუმატებლად ასპარეზობს "კელტთა ლიგაში" საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი".

ამ გუნდს ვერც ახალი მწვრთნელის მისვლამ უშველა და ამჟამად ოთხი ქულით გათამაშებაში ბოლო ადგილზეა. ედინბურგელებმა მესამე ტურში სტუმრად წააგეს უელსურ "ოსფრიზთან" - 10:44.

ბასილაიამ ფლანკერის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა.

კელტთა ლიგა
ოსფრიზი-ედინბურგი 44:10ს, ქონოთი-ალსტერი 7:18, ნიუპორტი-ჰლანეჰლი 23:16, ბენეტონი-მანსტერი 29:19, კარდიფი-ზებრე 25:30, გლაზგო-ლენსტერი 12:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. გლაზგო - 12 ქულა, 2. ოსფრიზი - 11, 3. მანსტერი - 10, 4. ნიუპორტი - 9, 5. ლენსტერი - 8, 6. ალსტერი - 6, 7. კარდიფი - 6, 8. ბენეტონი - 5, 9. ჰლანეჰლი - 5, 10. ქონოთი - 4, 11. ზებრე - 4, 12. ედინბურგი - 4.

IV ტური
ალსტერი-ბენეტონი, ლენსტერი-კარდიფი, ზებრე-გლაზგო, ედინბურგი-ჰლანეჰლი, ქონოთი-ოსფრიზი, მასტერი-ნიუპორტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული