ქართული რაგბი

ლეგიონერები

ზურაბ ჟვანია და გიორგი მელიქიძე "ჩელენჯ კაპის" მფლობელები გახდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პირველხაზელების, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" "ჩელენჯ კაპის" გათამაშების გამარჯვებულია.

ჩვენებურთა გუნდი ფინალში, ედინბურგის "მერიფილდზე" ინგლისურ "გლოსტერს" დაუპირისპირდა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.

"სტად ფრანსეს" განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ზურაბ ჟვანიას.

მიუხედავად ამისა, ის ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში "ოსპრეიზს" უელსში ლელოც გაუტანა.

თასი ირგუნა გიორგი მელიქიძემაც, რომელსაც 24 მაისს 21 წელი უსრულდება. მან "ჩელენჯ კაპის" ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.

ყველაზე პრესტიჟულ, ჩემპიონთა თასის გათამაშების
ფინალში კი, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონი" ინგლისურ "სარასენზთან" დამარცხდა - 17:28.

ზირაქაშვილი ძირითად შემადეგნლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. კოლელიშვილი და გიორგაძე განაცხადში არ იყვნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"