კარლენ ასეიშვილი ფრანგული ტოპ-14-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
ფრანგული სარაგბო გამოცემა Midi Olympique-ის ინტერნეტვერსია rugbyrama.fr-მ "ევროსპორტთან" თანამშრომლობით, ტოპ-14-ის მორიგი სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

22-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა "ბრივის" ქართველი ბურჯი კარლენ ასეიშვილი. ამ ტურში "ბრივმა" ერთ-ერთ ლიდერ "მონპელიეს" აჯობა - 28:25. ასეიშვილისთვის ეს მეორე შემთხვევაა სეზონში, როცა იგი ტურის რჩეულთა შორის ხვდება.

29 წლის მორაგბე პირველად მე-19 ტურის სიმბოლურში მოხვდა. გამოცემას მე-20 ტურში არც ერთი ქართველი არ გამოურჩევია, 21-ე ტურში კი დავით ზირაქაშვილი დააფასა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული