ქართული რაგბი

ლეგიონერები

დავით ქუბრიაშვილმა ტრავმის გამო შესაძლოა ორი თვე ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშების განვლილ ტურში, "ტულუზთან" მატჩში დაშავდა.

ქართველმა მორაგბემ ფეხის ქვედა კუნთი გაიწყვიტა და თამაშს ერთ ან ორ თვეს ვერ შეძლებს. ექიმების დასკვნით, ის საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ოთხ ტურს ნამდვილად გამოტოვებს, რომლებშიც მონპელიელები "ლიონს", "კლერმონს", "მეტრო რასინგს" და "ბრივს" დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ დავით ქუბრიაშვილის, მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძის, შალვა მამუკაშვილისა და გაგი ბაზაძის "მონპელიე" 18 ტურის შემდეგ 50 ქულით მესამე ადგილზეა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"