"ბორჯღალოსნების" მეტოქე: შოტლანდიის ნაკრები საფრთხის წინაშე

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს, მათ შორის ერთს 26 ნოემბერს, კილმარნოკში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.

"ნარშავების" მთავარმა მწვრთნელმა, ახალზელანდიელმა ვერნ კოტერმა გუნდის 31-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც ნაკრების კვართს ნოემბერში მოირგებენ.

ივნისში იაპონიის წინააღმდეგ გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, გუნდში რამდენიმე ცვლილებაა.

ტრავმების გამო "სკოტებს" დააკლდებათ ადამ ეში, კევინ ბრაისი, დევიდ დენტონი, რაიან გრანტი, ვილემ ნილი და რორი საზერლენდი.

"შოტლანდიის ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ნოემბრის ტესტებზე უმნიშვნელოვანესი მატჩები გაიმართება. სასურველია, მათ ნაკრების კვართით წარმატებულად ითამაშონ და გამარჯვებისკენ სწრაფვა გაუმძაფრდეთ.

სამი ძალზე რთული
მატჩის გამართვა მოგვიწევს საკუთარი ქომაგების წინაშე. ამიტომ განსაკუთრებულად ვეცდებით, მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენოთ. ვეცდებით, აქამდე დამუშავებულ სათამაშო მონახაზებს პატარა დეტალები დავამატოთ და გუნდის თამაში უფრო ეფექტური გავხადოთ" - თქვა შოტლანდიის ნაკრების თავკაცმა ვერნ კოტერმა.

შოტლანდიის პირველი მეტოქე 12 ნოემბერს ედინბურგში, "მერიფელდზე" ავსტრალიის ნაკრები იქნება. ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის შარშან, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე შედგა და "ვოლაბებმა" მეოთხედფინალში მეტოქეს დიდი გაჭირვებით სძლიეს - 35:34.

ერთი კვირის თავზე "სკოტები" მსოფლიოს თასის ნახევარფინალსტ არგენტინას დაუპირისპირდება ასევე ედინბურგში, "ბორჯღალოსნებს" კი "ნარშავები" 26 ნოემბერს, კილმარნოკში "რაგბი პარკზე" უმასპინძლებს.

ამასობაში შოტლანდიელებს შესაძლოა ნაკრების დაკომპლექტებისას სერიოზული პრობლემები შეექმნეთ. ინგლისური კლუბები იმ უცხოელი მოთამაშეების მკურნალობის კომპენსაციას ითხოვენ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებში ნოემბრის ტესტებზე ითამაშებენ. შოტლანდიის რაგბის კავშირისთვის ეს თანხა 400 ათას გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

თუ შოტლანდიის რაგბის მამები ამ თანხას არ გადაიხდიან, მაშინ ინგლისური კლუბები ნაკრებში მორაგბეებს არ გაუშვებენ. შოტლანდიის ეროვნულ გუნდში ამის საშიშროება ემუქრებათ: გრეგ ლაიდლოუს, მეთ სკოტს (ორივე-გლოსტერი), ტიმ ვაიზერს, რუარიდ ჯექსონს (ორივე-ჰარლიქვინზი), შონ მეთლენდს (სარასენზი) და მორი ლოუს (ექსეტერი).

შოტლანდიის ნაკრები
პირველი ხაზი: ალან დელი (ედინბურგი), ალასდეირ დიკინსონი (ედინბურგი), ზენდერ ფეგერსონი (გლაზგო), მორი ლოუ (ექსეტერი), გორდონ რიდი (გლაზგო), როს ფორდი (ედინბურგი), ფრეიზერ ბრაუნი (გლაზგო), სტიუარტ მაკენლი (ედინბურგი)
მეორე ხაზი: ჯონი გრეი (გლაზგო), რიჩი გრეი (ტულუზი), გრანტ გილკრისტი (ედინბურგი), ტიმ სვინსონი (გლაზგო)
მესამე ხაზი: ჯონ ბარკლი (ჰლანეჰლი), ჯონ ჰარდი (ედინბურგი), რობ ჰარლი (გლაზგო), ჯოშ სტრაუსი (გლაზგო), ჰემიშ ვოტსონი (ედინბურგი), რაიან ვილსონი (გლაზგო)
#9: გრეგ ლაიდლოუ (გლოსტერი), ჰენრი პირგოსი (გლაზგო)
#10: პეტ ჰორნი, პიტ რასელი (ორივე-გლაზგო)
#12-13: მარკ ბენეტი, ალექს დანბარი (ორივე-გლაზგო), ჰიუ ჯოუნსი (სტორმერსი), დანკან ტეილორი (სარასენზი)
#11-14: შონ მითლანდი (სარასენზი), ტომი სეიმური (გლაზგო), ტიმ ვაიზერი (ჰარლიქვინზი), დემიენ ჰოილანდი (ედინბურგი)
#15: სტიუარტ ჰოგი (გლაზგო)

12 ნოემბერი
შოტლანდია-ავსტრალია

19 ნოემბერი
შოტლანდია-არგენტინა

26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოტლანდიას უნდა დავადოთ და საუკეთთესო ათეულშიც შევალთ ისტორიაში პირველად.
misha
16:41 05-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული