ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
"ukleba"-ს. არგუმენტებზე საუბრობთ, თუმცა ძალზე არადამაჯერებელი საფუძვლები გააჩნიათ. რაგბი მეც მიყვარს და რა თქმა უნდა მსიამოვნებს ყველა წარმატება. მისი პოპულარობა საქართველოში გამოწვეულია იმ მდგომარეობით, რომ სპორტის გუნდურ, მით უმეტეს, კომერციულ(ფეხბურტი, კალათბურთი) სახეობებში წარმატების მიღწევა გაცილებით რთულია, ვიდრე პირადში, თანაც არაკომერციულში-ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ტანვარჯიშში, სროლაში და ასე შემდეგ. ეს ფაქტია და ტყუილად ნურავინ ნურავინ იდავებს.
რაგბის რეალურად, ანუ საშუალო(ჩვენ მსგავსად) და მაღალ დონეზე სულ 20-22 ქვეყანაში თამაშობენ და მათ შორის ჩვენ ცუდად არ გამოვიყურებით. თუ 3 მილიონიანი საქართველოსთვის რეიტინგში მე-11 ადგილი წარმატებად მიგაჩნიათ, 100 ათასიანი ტონგას დამარცხება ვერაფერი სატრაბახოა. თანაც ძალიან არათანაბარ შედარებებს აკეთებთ, რადგან ფეხბურთი და რაგბი საერთაშორისო პოპულარობით ძალიან განსხვავებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაუსვლელობა რაგბის მოთამაშე ქვეყნებისთვის უდიდესი მარცხია. ფეხბურთში და კალათბურთში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნისთვის წარმატებაა. ჩვენ რაღაც ნიშას მივაგენით სპორტში რაგბის სახით და რა თქმა უნდა, კარგია, თუ მეტი წარმატება გვექნება, მაგრამ ფეხბურთთან, ან კალათბურთთან საერთაშორისო დონეზე დიდხანს(შესაძლოა ვერასოდეს) ახლოს ვერ მივა.
სპორტის სახეობები, როგორც ავღნიშნე, იყოფა პოპულრულ და ნაკლებ პოპულარულად. შესაბამისია მათგან შემოსავალი, რეკლამა და ა.შ. მაგალითისთვის, ჩვენთან წარმატებული სპორტის ინდივიდუალური სახეობები, რომლებშიც ოლიმპიადაზე მედლები მოიპოვეს, ყველგან სახელმწიფო დოტაციაზეა და წამგებიანია. მათი შედარება არც შეიძლება ჩოგბურთთან, ავტორბოლებთან, კრივთან, მძლეოსნობის, ველოსპორტის, ან თუნდაც ცურვის სახეობებთან. საერთოდ, რაც მეტია კონკურენცია, რაც მეტი დიდი და განვითარებული სახელმწიფოა ჩართული ამა-თუ იმ სახეობის პოპულარიზაციაში, მეტი ცნობილი კომპანიაა დამფინანსებელი და სპონსორი, მეტად მნიშვნელოვანია სპორტის სახეობა.
თემო
14:47 02-09-2016
0
ქომაგი
არა მეგობარო არც მიფიქრია ვინმეს დაკნინება, ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ როდესაც რაიმე არგუმენტის გაბათილლებას ცდილობ უბრალოდ უნდა გქონდეს არგუმენტი. არ არსებობს ორი სიმართლე და არც მე ვარ შეუგნებელი საღი აზრი რომ არ დავაფასო. უბრალოდ აქ კამათი მიდის ისეთ თემაზე რაც ისედაც ცხადია და რატომ ხდება ასე ვერ გავიგე. ის რომ საქართველოში-ხაზს ვუსვამ საქართველოში რაგბი უფრო პოპულარული გახდა სმსდ მტკიცება რათ უნდა. მე ამას სიხარულით არ ვამბობ მარა არარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ფეხბურთზე, სადაც არ მიდიოდა ხმამაღალი გინება და შეურაცხყოფა თუნდაც საკუთარი ფეხბურთელების. სამწუხარო რეალობაა მარა ასეა. ვინ მეტოქის სანახავად დადის, ვინ იმის გამო რო პროსტა სტადიონზე წასვლა უხარია-დღეს ფეხბურთზე ნამდვილი გულშემატკივარი ძალიან ძალიან იშვიათია. ეს არის ძალიან ცუდი რეალობა. იმაში ვეთანხმები ბიჭებსვინც ამბობს რომ ერთი 3-4 მოგება და ხალხი გაავსებს სტადიონებს. ეს საკამათო არაა, თუმცა ძალიან გვიანდება. აშკარად მორაგბე თაობა მოდის და თუკი უახლოეს 10 წელიწადში ჩვენ ფეხბურთს არ ეშველა, მერე ძალიან რთული იქნება შემობრუნება. 81-წლის ფინალის მომსწრე თაობა , რომელტაც ახსოვთ ის დიდება და სიხარული კიდევ ხო მარა, რაღა თქვა ახლა დრეს 20 წლის ბიჭმა ან თუნდაც 30 წლისამ. გადახედე ჩვენი ნაკრების (გუნდების) ბოლო 30 წლის სტატისტიკას და მერე რეგბისტების და აქ საკამათო აღარაფერი დარჩება,. რუმინეთთან თამაშმა მე დამანახა რომ დღეს რაგბი უფრო პოპულარულია და სამოასთან და იაპონიასტან რომ დინამო არენა გადაივსება ამაშიც დარწმუნებული ვარ
ukleba
12:39 02-09-2016
0

სიახლეები პოპულარული