ერთა თასის ფორმატი შეიცვალა, როგორი გუნდით ითამაშებენ "ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
ერთა თასის მორიგი გათამაშება სტარტს მომავალი წლის თებერვალში აიღებს. უკვე ცნობილია გათამაშების განრიგი. უფრო ადრე კი ცნობილი იყო, რომ ეს ტურნირი 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპი იქნებოდა.

თუმცა ეს საქართველოს ნაკრებს არ ეხება. ის ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების შედეგებით ავტომატურად მოხვდა მსოფლიოს მომდევნო უდიდეს სარაგბო ფორუმზე. ერთა თასზე ერთი საგზური, სავარაუდოდ, წლეულსვე გათამაშდება, მეორე გუნდი კი 2018 წლიდან რეპეშაჟში ჩაერთვება.

შეიცვალა გათამაშების ფორმატი. ამიერიდან ტურნირი ერთწლიანი ციკლით წარიმართება, ანუ ჩემპიონიც და დივიზიონიდან გავარდნილიც ერთ სეზონში გამოვლინდება.

სავარაუდოდ, შეიცვლება საპრემიო ქულების დარიცხვის სისტემაც. ადრე თუ ოთხი ლელოს გატანა საკმარისი იყო, ახლა აუცილებელი იქნება, მეტოქეს სამი ლელოთი აჯობო. შესაბამისად, თუ მეტოქეს სამ ლელოს გაუტან და ის ვერც ერთს, პრემიალური ქულა გეკუთვნის. მაგრამ, თუ მოწინააღმდეგეს თუნდაც ხუთ ლელოს გაუტან და ის სამით გიპასუხებს, არაფერი გეკუთვნის. ერთი სიტყვით, გატანილ და მიღებულ ლელოებს შორის სხვაობა მინიმუმ სამი უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრები მომავალ ერთა თასზე შინ ორ მატჩს გამართავს, 18 თებერვალს გერმანიასთან და 11 მარტს რუსეთის ეროვნულ გუნდთან. "ბორჯღალოსნები" სტუმრად ითამაშებენ ბელგიაში, ესპანეთსა და რუმინეთში.

ახლა ძნელი სათქმელია, ჩვენი გუნდი რა შემადგენლობით მიიღებს ამ ტურნირზე მონაწილეობას, გამოცდის თუ არა ახალგაზრდების უმრავლესობას მილტონ ჰეიგი. ერთი კია, "ბორჯღალოსნების" თავკაცმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ჩვენ ყველა მატჩისა და ტურნირის მოგება გვინდაო. სავარაუდოდ, არც ერთა თასის ეს გათამაშება იქნება გამონაკლისი.

ევროპის ერთა თასი 2017
I ტური
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ესპანეთი-რუსეთი
ბელგია-საქართველო

II ტური
18 თებერვალი
საქართველო-გერმანია
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი

III ტური
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია

IV ტური
11 მარტი
საქართველო-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი
ბელგია-რუმინეთი

V ტური
18 მარტი
რუმინეთი-საქართველო
რუსეთი-გერმანია
ესპანეთი-ბელგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ ხასიათში... სადაც ვთამაშობთ იქ მოვიგოთ ყველაფერი და 6 ერის ბოსებიც იძულებული გახდებიან ჩვენი მოთხოვნები შეისმინონ
ქუთათური
17:13 30-08-2016
0
ამოვიდა ეს ჭ გუნდები ყელში რაა
მიშა
18:07 28-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული