ვასილ ლობჟანიძე მსოფლიოს 23 წლამდე მორაგბეთა სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
worldrugbyvids.com-მა მსოფლიოს ახალგაზრდული ნაკრები (23 წლამდე მორაგბეთა შორის) შეადგინა. სიმბოლურ ნაკრებში ერთი ქართველია - ვასილ ლობჟანიძე.

აი, რას წერს მასზე საიტი:

9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო)
დაიბადა: 1996 წლის 14 ოქტომბერს
"18 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს თასზე ითამაშა. ახლა ის ტოპ-14-ში ითამაშებს. მან ხელშეკრულება "ბრივთან" გააფორმა. ამ ბიჭს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროპის საუკეთესო შერკინების ნახევარმცველი".

სიმბოლური ნაკრები: 1. ელის ჯენჯი (ინგლისი), 2. მალკოლმ მარქსი (ს. აფრიკა), 3. ტანიელ ტოპუ (ტონგა), 4. მარო იტოჯე (ინგლისი), 5. პიტერ-სტეფ დუ ტოი (ს.
აფრიკა), 6. ჯეკ კლიფორდი (ინგლისი), 7. შონ მაკმაჰონი (ავსტრალია), 8. პაბლო მატერა (არგენტინა), 9. ვასილ ლობჟანიძე (საქართველო), 10. რიჩი მო'უნგა (ახ. ზელანდია), 11. ენდრიუ კელევეი (ავსტრალია), 12. ჰარი მალინდერი (ინგლისი), 13. ჰენრი სლეიდი (ინგლისი), 14. რის ჰოჯი (ავსტრალია), 15. დემიენ მაკენზი (ახ. ზელანდია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული