ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მილტონ ჰეიგი სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა [PHOTO]

AutoSharing Option
29 ივნისს, ახალ სპორტის სასახლეში რაგბის ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან შეხვედრა გაიმართა.

მორაგბეებს წარმატება მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ. შეხვედრას დაესწრნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და სამწვრთნელო შტაბი.

Sportall.Ge

მინისტრმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

Sportall.Ge

ოკეანეთის ტურნეს ეგიდით, საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა გამართა და ერთი ფრედ, ორი კი გამარჯვებით დაასრულა. ოკეანეთში წარმატებული თამაშის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა მე-11
ადგილზე გადაინაცვლა, რაც სარეკორდო და ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქართული რაგბის ისტორიაში.

წარმატებები აქვს საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებსაც, რომელმაც ინგლისში ჩატარებულ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა. როგორც ცნობილია, მომდევნო ახალგაზრდულ მსოფლიო პირველობას 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს.

Sportall.Ge

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
მომზადებულია სამინისტროს პრესსამსახურის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ