ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

დაუსვი კითხვა შალვა სუთიაშვილს და მოიგე მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი შალვა სუთიაშვილია.

სუთიაშვილი მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და მაისურით დააჯილდოებს. კითხვების მიღება 29 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს. შალვა სუთიაშვილი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 30 ივნისს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ – დაუსვი კითხვა შალვა სუთიაშვილს.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებს" სუთიაშვილმა 15 შეხვედრაში უკაპიტნა, სადაც 14-ში გამარჯვება მოვიპოვეთ, ერთი შეხვედრა კი
ფრედ დასრულდა. რამდენიმე დღის წინ კი მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე 2 მოგებითა და 1 ფრით დაასრულა, რითაც მსოფლიო რეიტინგში ისტორიული, მე-11 ადგილი დაიკავა.