"ბორჯღალოსნები" სამშობლოში 27 ივნისს დაბრუნდებიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამშობლოში 27 ივნისს დაბრუნდება.

"ბორჯღალოსნები", რომლებმაც ოკეანეთის ტურნე 2 მოგებითა და 1 ფრით დაასრულეს, საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს, 20:00 საათზე ჩამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნეზე ჩვენმა ნაკრებმა ტონგასა (23:20) და ფიჯის (14:3) მოუგო, ხოლო სამოასთან მატჩი ფრედ (19:19) დაასრულა და განახლებულ რეიტინგში, შესაძლოა, მე-11 პოზიციაზე იყოს.

აქვე გეტყვით, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატიდან ამავე დღეს, 27 ივნისს გამთეენისას, 5:00 საათზე ჩამოვლენ.

ასევე იხილეთ:

სამოა-საქართველო 19:19 - მეგობრული შედეგი პირველ ტესტ-მატჩში [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში
[VIDEO]

"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]
საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში შეიძლება მე-11 ადგილზე გადავიდეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაგბის ფედერაციამ რაღაც მობილიზება უნდა გაუკეთოს გულშემატკივარს სათანადო დახვედრისათვის.უამრავი ადამიანი იქნება ამ დღეს აეროპორტში
გიორგი
23:23 24-06-2016
0
ვერ დაგხვდებით ბიჭებო,რაიონში ვცხოვრობ,საშუალება არა მაქვს ჩემო ძმებო,შვილობო,მაგრამ იცოდეთ ჩემი და ჩემნაირების ლოცვით სულ გახარებულები იყავით,თქვენ მაგარო ქართველებო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული