საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში შეიძლება მე-11 ადგილზე გადავიდეს

AutoSharing Option
24 ივნისს საქართველოს ნაკრებმა წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეს უკანასკნელი ტესტ-მატჩი გამართა და ფიჯის, ბევრისთვის მოულოდნელად, 14:3 მოუგო.

ამ გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა არა მარტო წაუგებლად შეძლო ტურნეს დასრულება, არამედ, შესაძლოა, ისტორიულ შედეგსაც მიაღწიოს - საქმე ისაა, რომ ფიჯისთან თამაშში 1,66 სარეიტინგო ქულა თამაშდებოდა.

თუ 25 ივნისს იაპონიის ნაკრები ტესტმატჩში შოტლანდიასთან დამარცხდება, ორშაბათის რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-11 პოზიციაზე იქნება. ეს კი ისტორიული მიღწევა იქნება, რადგან ჩვენი საუკეთესო შედეგი მე-12 ადგილია.

ჩვენს გუნდს მე-10 ადგილზე გადასვლაც შეეძლო, მაგრამ ამისთვის იაპონელების მარცხთან ერთად, ფიჯიზე
15 ქულით გამარჯვება გვესაჭიროებოდა.

არადა, ეს შესაძლებელი იყო, რადგან მერაბ კვირიკაშვილს ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაუცუდდა. საკმარისი იყო, ამ სამი დარტყმიდან ორი გაეტანა...

ახლა კი მხოლოდ ძალიან მივუახლოვდებით მე-10 ადგილზე მყოფ ფიჯელებს. თუმცა ფიჯელები ამ ადგილს დაკარგავენ, თუ იაპონია შოტლანდიას დაამარცხებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგში 73,57 ქულით მე-12 ადგილზეა.

საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილზე მყოფი ნაკრები დაამარცხა. თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "ბორჯღალოსნები" ათეულის ქვეყანას ამარცხებენ - 2013 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა სამოას 16:15 მოუგო. სამოა მაშინ ათეულის წევრი იყო და საქართველოს 9 ადგილით უსწრებდა.

- "ბორჯღალოსნების" რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია გაზარდა!
- "ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"
- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ახალ რეიტინგში ორშაბათამდე ისევ მე–12 ვიქნებით, ოღონდ ფიჯის თითქმის დავეწიეთ – განსხვავება მხოლოდ 0.25 ქულაა (როგორც მეწერა, ჩვენ 75.23, ფიჯი – 75.48). მე–10–ზე ახლა იაპონიაა, მაგრამ თუ ორშაბათს შოტლანდიასთან დამარცხდება, მე–12–ზე გადავლენ და ჩვენ მე11 ვიქნებით
მერაბი
22:22 24-06-2016
0
ბიჭებო გილოცავთ
ავთო
21:09 24-06-2016
0

სიახლეები პოპულარული