დავით კაჭარავა Sky Sports-ის კვირის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
Sky Sports-მა კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა საერთაშორისო ტესტ-მატჩებისა და ევროპის საკლუბო პირველობების მიხედვით. რჩეულთა 15-ეულში ერთი ქართველია - დავით კაჭარავა.

"13 ნომერი - დავით კაჭარავა (საქართველო) - კაჭარავამ ამ პოზიციაზე რამდენიმე ვარსკვლავს აჯობა. შაბათს საქართველომ ოკეანეთში 23:20 აჯობა ტონგას, რაშიც კაჭარავას წვლილი დიდია.

მან ორი ლელო დადო, ერთი კი ბოლო წამებზე, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ოკეანეთში ტესტებზე პირველი გამარჯვება მოუპოვა", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული