სამოა VS საქართველო - ღონე ღონის წილ, მონდომება მონდომების წილ!

AutoSharing Option
11 ივნისს, თბილისის დროით დილის 06:00 სთზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ოკეანეთის ტურნეში პირველ ტესტ-მატჩს სტუმრად სამოას ნაკრებთან გამართავს.

"ბორჯღალოსნებისა" და "მანუ სამოას" მატჩი აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართავს, მატჩის ტელერეპორტაჟს კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი ახრი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გაემგზავრა, სადაც სამოას ნაკრების გარდა, ტონგასა და ფიჯის დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ აქამდე "ბორჯღალოსნები" სამოას ნაკრებს ორჯერ ეთამაშნენ. პირველად 2003 წელს ავსტრალიაში, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც მეტოქემ 46:9 გვაჯობა. მეორე
მატჩში, რომელიც ათი წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, თბილისში შედგა, 16:15 გავიმარჯვეთ.

ჩვენი ნაკრები ტესტებისთვის სამოაში 4 ივნისიდან ემზადება. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქანცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა.

სამოას ნაკრებთან დაპირისპირებამდე "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა, მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის, რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და თავდაჯერებულობა". 

საქართველოს ნაკრები
15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10).
1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).

სათადარიგოები:
16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფ).

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველოს დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა-საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო-ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი-საქართველო

 

მკითხველის კომენტარები / 2 /
არა ირიბი.
Giorgis
04:06 11-06-2016
0
პირდაპირ ტრანსლაცია იქნება?
giorgi
23:57 10-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული