გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
worldrugby: სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის
18:02 21-03-2016
მსოფლიო რაგბის ოფიციალური საიტი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას (38:9) ერთა თასზე რუმინეთის წინააღმდეგ სტატიით გამოეხმაურა.

სტატია ინგლისელთა ექვს ერზე გამარჯვებას და ქართველთა ერთა თასის მოგებას ეხება: "სიცოცხლე დიდებულია საქართველოსა და ინგლისისთვის".

აღსანიშნავია, რომ სტატიის მთავარი ფოტო "ბორჯღალოსანთა" დაჯილდოებაა.

"ტიტულის მომგებმა საქართველომ საუკეთესო სტილში, 38:9 დაამარცხა რუმინეთის ნაკრები 52 ათასი მაყურებლის თვალწინ "დინამო არენაზე". მამუკა გორგოძემ მსოფლიოს თასის შემდეგ პირველად ითამაშა ნაკრებში და ტიტანური სამუშაო გასწია. საქართველოს ნაკრებმა კი კვლავ ყველა მატჩი მოიგო ტურნირზე. პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 30-ქულაზე მეტი გაუტანა", - წერს საიტი.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში კვლავ მე-12 ადგილზე კი დარჩა, მაგრამ ქულათა მარაგი 0,41 ქულით შეიმატა. ახლა "ბორჯღალოსნებს" 72,62 ქულა აქვთ. წინ ფიჯია, რომელსაც 76,96 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.