საქართველო VS რუმინეთი - იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს!

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების ბოლო ტურის შეხვედრას რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ამ შეხვედრაში გამარჯვებული ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს ირგუნებს, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.

* * *
თამაშის წინა დღეს საქართველოს და რუმინეთის ნაკრებებმა კაპიტნის ვარჯიში ჩაატარეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა კი პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

"ბორჯღალოსნებიდან" ჟურნალისტების წინაშე გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი შალვა
სუთიაშვილი
წარსდგნენ.

* * *
მანამდე ცნობილი გახდა გუნდების სამატჩო რაზმები. ერთი კვირის წინათ, რუსეთთან თამაშის შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" 15-ეულში ერთბაშად ექვსი სიახლეა. გარემარბის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა გიორგი ფრუიძე (აია), ცხრა ნომრად კი ისევ ვასილ ლობჟანიძე (არმაზი) ითამაშებს. მარცხენა ბურჯის პოზიციას მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) დაიკავებს, კვაჭად კი მარქაფიდან დაწინაურდა ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი).

მესამე ხაზში მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ პირველად ითამაშებს საქართველოს 2015 წლის საუკეთესო მორაგბედ არჩეული მამუკა გორგოძე (ტულონი), რვა ნომრის პოზიცია კი, ესოდენ მნიშვნელოვან მატჩში, ჰეიგმა ახალგაზრდა ბექა გორგაძეს (მონ დე მარსანი) ანდო.

აქამდე საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებს ერთმანეთთან 19-ჯერ უთამაშიათ. 10 მატჩი "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს, 8 - რუმინელებმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ევროპის ერთა თასი. V ტური
19 მარტი
საქართველო-რუმინეთი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.
16. კარლენ ასეიშვილი, 17. შალვა მამუკაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კონსტანტინე მიქაუტაძე, 20. ლაშა ლომიძე 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური
რუმინეთი: 15. იონუც ბოტეზატუ, 14. ფლორინ იონიცა, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ჯოდი როუზი, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ. 1. კონსტანტინ პრისტავიტა, 2. ეუგენ კეპეცინა, 3. პაულ რუსუ, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰან ფან ჰირდენი, 6. სტელიან ბურჩა, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. ანდრეი გორჩოაია.
16. ანდრეი რადოი, 17. მიხაი დიკო, 18. კოსმინ მანოლე, 19. მარიუს ანტონესკუ, 20. ვლად ნისტორი, 21. ტუდორელ ბრატუ, 22. ოვიდიუ მელნიჩუკი, 23. მარიან ისპირი
მსაჯი: ტიუალ ტრენინი (საფრანგეთი)

პორტუგალია-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 4 4 0 0 +150 19
2. რუმინეთი 4 4 0 0 +112 19
3. რუსეთი 4 2 0 2 -19 9
4. ესპანეთი 4 1 0 3 -4 7
5. გერმანია 4 1 0 3 -109 5
6. პორტუგალია 4 0 0 4 -106 1.
მკითხველის კომენტარები / 4 /
Mere uyure shens fot@BALL-s ar vicodi ise egeti sportic tu arsebobda rame memgoni shashi ufro cnobilia.tu ar mogwons da girchevnia savaraudod eg fexburti shegidzlia naxo msoflio grandi ro etamasheba chvens nakrebs am dgeebshi. Jer fifas reitingshi gaerkviet rogor dgeba da mere ilaparaket ragbze...
levani
15:01 19-03-2016
0
რაგბიც კაია შაშიც კაი მაგრამ პირველი fot@BALL-ია.
0

სიახლეები პოპულარული