მერაბ კვირიკაშვილი: რუმინეთს დავამარცხებთ!

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, "ბორჯღალოსანმა" მერაბ კვირიკაშვილმა Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 მარტს, საქართველო-რუმინეთის მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება, თამაშზე დასასწრები მატჩის ბილეთების ფასი კი 3-5 ლარს შეადგენს.

"ყველაფრიდან გამომდინარე, ხვალინდელი თამაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის. რა თქმა უნდა, "ექვსი ერიდანაც" გამომდინარე - არაერთი წელია ამ გზას გავდივართ და მოვიდა დრო, როცა უნდა ვაკეთოთ ის საქმე, რომელსაც ელოდება ჩვენგან IRB ("მსოფლიო რაგბი" - ავტ.).

გუნდში არაერთი ახალგაზრდაა. ისინი ძალიან დიდ მუხტს გვაძლევენ და აღსანიშნავია როგორც მამუკა გორგოძის, ისე სხვა გამოცდილი მოთამაშეების დაბრუნებაც. გუნდი სრულ მზადყოფნაშია და ხვალ რუმინელებს დავამარცხებთ, ასე მგონია. ამაში კი თავისი წვლილი გულშემატკივარმაც უნდა შეიტანოს, რომელსაც ჩვენს წარმატებებში ძალიან დიდი როლი მიუძღვნის", - გვითხრა კვირიკაშვილმა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული