ისტორიული შედეგი: "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდნენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნები" ახალ რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, 72.21 ქულით მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები რეიტინგში ასე მაღლა არასდროს ყოფილა და ეს ისტორიული შედეგია.

ქართველმა მორაგბეებმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ტონგასა (13) და იტალიის (14) ნაკრებები.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრებს სოჭში 24:7 სძლიეს, ხოლო იტალია ექვსი ერის ტურნირში ირლანდიასთან ანგარიშით 15:58 დამარცხდა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩვევნს გარეშე დიდი რაგბი წარმოუდგენელია და ამას მალე უნდა მიხვდნენ "ზემოთ" :)
levan
18:08 14-03-2016
0
ჩვენი ლომები ისე იბრძვიან და ისე თამაშობენ ყველა თამაშს უნდათ თუ არა ძალიათ მივახვედრებთ ზევით რომ ჩვენი ადგილი 6 ერშია. ასე გააგრძელებ ბიჭებო და ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გაგვიხარდება. ჩვენი გულები კი არასოდეს მოგაკლდებათ პატარა საქართველოდან.
dadu
19:44 14-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული