გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
ისტორიული შედეგი: "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს რეიტინგში დაწინაურდნენ
17:51 14-03-2016
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

"ბორჯღალოსნები" ახალ რეიტინგში, რომელიც დღეს განახლდა, 72.21 ქულით მე-12 ადგილზე არიან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ნაკრები რეიტინგში ასე მაღლა არასდროს ყოფილა და ეს ისტორიული შედეგია.

ქართველმა მორაგბეებმა რეიტინგში უკან ჩამოიტოვეს ტონგასა (13) და იტალიის (14) ნაკრებები.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს "ბორჯღალოსნებმა" ევროპის ერთა თასზე რუსეთის ნაკრებს სოჭში 24:7 სძლიეს, ხოლო იტალია ექვსი ერის ტურნირში ირლანდიასთან ანგარიშით 15:58 დამარცხდა.

Sportall.Ge
gogas
13:41 15-03-2016
"გერმანიის, ესპანეთისა თუ ბრაზილიის დამარცხება"შენ ძმაო სრულ ჭკუაზე ვერა ხარ და არ არის აუცილებელი შენის მხრიდან კომენტარების წერა, მხოლოდ იმიტომ რომ წერა იცი!
gogas
13:00 15-03-2016
ეგ იმიტომ გოგა ძმა რო ფეღბურთში დიდი ფული ტრიალებს და იტალიას შეუძლია ნებისმიერ გუნდთან წააგოს მე მაგას არ ვთვლი სპორტად სადაც ფული წყვეტს და არა თამაში რაგბში იმიტომ ვერ მოიგებს რო არ იმაზება ამიტომ არის მაგარი სპორტი თავის ქვეყანას არ გაყიდიან და გულშემატკივრებს არ უღალატებენ