"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამართა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.

მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.

62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად
შეასრულა - 0:24.

71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
Es iyo sruli kraxi tamashis mxriv, shedegistvis ki didi madloba bichebs,aq gamochnda dzalian bevri chveni sisuste,ra 6 eri ris 6 eri jer xalxoo,dzalian bevri gvaqvs kide sascavli da tan yvelaze metad risic meshinia is aris rom,ragac ar chans iseti dzlieri momavali tu ver chans jer ar vici.am rusebs ruminetma 30-0 mougo,chven ki leloc davadebiet da veraperic ver vajobet tamashit,es iyo yvelaze cudi tamashi rac ki minaxavs chveni nakrebis,dzalian bevri samushaoa kide,magram gilocavt am gamajvebas mtel saqartvelos,gmerti gparavdet bicheboooo
Irakli 88
17:57 12-03-2016
0
ყველას გილოცავთ რუსეთთან მოგებას და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში , რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილს!!!
giorgi
17:58 12-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული