"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამართა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.

მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.

62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად
შეასრულა - 0:24.

71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ქართული რაგბი მართლაც ვერაფერიშვილი საყურებელია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ვაჟკაცური რაგბია მსოფლიოში. აიღე ბურთი დაარტყი, მიაწექი. ლელობურთიდან და ჭიდაობიდან მოდის ეგ ყველაფერი. ბრძოლისთვის ვარჯიში იყო ლელობურთიც და ჭიდაობაც. ხოლო ბურთი გადაეცი სწრაფად და გაიქეცი ეგ ბრძოლისთვის ვარჯიში არაა ეგ თამაშაა ჩვეულებრივი. მაგიტოა ლელოს ბურთი მძიმე რო ეგრე ვერ აპასავო და ნამდვილად ვაჟკაცურად მოიპოვო და გაიტანო.
dito
23:28 13-03-2016
0
ითამაშეს ისე, რომ რუსეთი დაამარცხეს. თანაც სოლიდური უპირატესობით. ვისაც გგონიათ, რომ აუცილებელია ყველა თამაში ერთნაირი სტილით ვითამაშოთ, გთხოვთ აცადოთ მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება. ისე, თუ გადაავლებთ თვალს ბოლოდროინდელ შედეგებს, დარწმუნდებით, რომ რუსეთი რუმინეთზე ნაკლები აღარ არის.
tngh
13:41 13-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული