რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" წევრმა მამუკა გორგოძე ტელევიზია "რუსთავი 2"-თან ეროვნულ გუნდში მის არყოფნაზე ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.

არასდროს მითქვამს საქართველოს
ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
მამუკას კრიტიკოსებს გეხებათ. რომელს გიყვართ ეს ქვეყანა მამუკაზე მეტად და რომელს გაგიკეთებიათ მამუკაზე მეტი ამ ქვეყნისთვის გამოდით უნდა დაგთვალოთ.
beeq
13:04 12-03-2016
0
ნუ პროფესორობთ რაგბის ვითომ მცოდნეები.
1) მამუკა ამ თამაშში არ გვჭირდება
2) მეტ ახალგაზრდას აძლევს შანსს ჰეიგი
3) მეორე ნაკრებითაც გადავუვლით რუსებს
3) და ბოლოს არ ხართ რაგბის ნამდვილი ქომაგები თორემ მამუკაზე არ იტყოდით აუგს(ეს ყველას არ ეხება)
გურჯი
11:32 12-03-2016
0

სიახლეები პოპულარული