გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
"მსოფლიო რაგბის" თებერვლის TOP10-ში მერაბ კვირიკაშვილის ლელოც მოხვდა [VIDEO]
11:38 02-03-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
"მსოფლიო რაგბის" მიერ შერჩეულ თებერვლის 10 საუკეთესო ლელოს შორის საქართველო-ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებების მატჩში მერაბ კვირიკაშვილის მიერ დადებული ლელოც მოხვდა.

27 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ევროპის ერთა თასის შეხვედრაში "ბორჯღალოსნების" ფულბეკმა მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 52-ე წუთზე დადო. ცნობისთვის, ეს "მეკოსთვის" ეროვნულ გუნდში ჩატარებული 90-ე მატჩი იყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 38:7 დაამარცხა.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესპანეთი 38:7 - ახალი ტაქტიკით, შეცდომებით, უპრობლემოდ [VIDEO+PHOTO]

იხილეთ ინგლისური ვერსია
ქუთაისელი
18:31 02-03-2016
მჭედლიძის ლელოც უნდა ყოფილიყო. კიდევ კარგი ვიყავი სტადიონზე, თორე აქ ისე მაგრად არჩანს, რეალში უფრო ლამაზი იყო!
პ.ს. კიდევ უფრო მეტმა იარეთ სტადიონზე ;)
bujanga
12:53 02-03-2016
მჭედლიძის ლელო საუკეთესო იყო