გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
«« დეკემბერი 2016 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
საქართველო-ესპანეთი 38:7 - ახალი ტაქტიკით, შეცდომებით, უპრობლემოდ [VIDEO+PHOTO]
10:10 29-02-2016
PLAYER_GET_VIDEOFLASH
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით - 38:7 სძლია. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს 6 ლელო გაუტანეს და ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს.

ესპანელებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი დაგვპირდა, სრულიად განსხვავებულ რაგბის შემოგთავაზებთო. ასეც მოხდა. "ბორჯღალოსნები" მეტწილად ხელდახელ ბურთაობას ცდილობდნენ, მეტოქის დაცვას შეტევის მიმართულებების ცვლილებით წელავდნენ და წარმოქმნილ დაუცველ სივრცეებში ხაზს ხშირად ჭრიდნენ.

სტატისტიკაც მეტყველებს, რომ უკანა ხაზი თამაშში არანაკლებ ჩართული იყო, ვიდრე შერკინება. ექვსი ლელოდან ოთხი უკანახაზელებმა გაიტანეს. ორი საჯარიმო ლელოდან ერთი შერკინების გარჯას, მეორე კი უკანახაზელთა შეტევას მოჰყვა.

დიდი ხანია საქართველოს ნაკრების მიერ გატანილ ლელოებში ასეთი ბალანსი არ ყოფილა.

ცხადია, შეცდომებიც იყო. ბურთი ხშირად გვივარდებოდა ხელიდან ან ადრესატამდე ვერ აღწევდა. ასე რამდენიმე იერიში ჩაგვეშალა. საგულისხმოა, რომ ჩვენმა გუნდმა რამდენიმე ხუთმეტრიანი დერეფნიდან მოლი არ შეკრა და ბურთის ხაზზე, ხელდახელ გათამაშება სცადა. მართალია, ამით მონაგარი ვერ გაიზარდა, თუმცა გამოჩნდა, რომ ამ კომპონენტში ისევ ბევრია სამუშაო.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

რა შეგვიძლია ვთქვათ ესპანელებზე? მეტოქეს ერთი შეტევაც არ განუხორციელებია. ერთადერთი ლელო ჩვენი იერიშისას გადაცემის ჩაჭრის შემდეგ გაიტანეს. შერკინებაში, სისწრაფეში, სათამაშო აზროვნებაში, ტაქტიკურადაც და ტექნიკურადაც მეტოქე საგრძნობლად მოიკოჭლებდა.

ესპანელებთან მატჩისას კიდევ ერთ ქართველ მორაგბეს, მეორეხაზელ ნოდარ ჭეიშვილს ჰქონდა დებიუტი. ის 72-ე წუთზე გამოცდილი გიორგი ჩხაიძის ნაცვლად შევიდა მოედანზე.

მატჩის შემდეგ
სანტიაგო სანტოსი, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, თუმცა მატჩი ლოგიკური ანგარიშით დასრულდა. პირველ ტაიმში თქვენს შერკინებას ვუმკლავდებოდით, მაგრამ მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა. თავდაცვის სტრუქტურის დალაგება ვერ მოვახერხეთ. საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა გვაჯობეს სიმძლავრეშიც და სისწრაფეშიც, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. ვფიქრობ, ერთა თასზე ქართველები ყველა მეტოქეზე სამი-ოთხი თავით მაღლა დგანან".

ხაიმე ნავა, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი:
"შორს ვიყავით იმ თამაშისგან, რაც რუსეთთან და რუმინეთთან მატჩისას ვაჩვენეთ. ამ შეხვედრაშიც იყო რაღაც პოზიტიური მომენტები, მაგრამ ასეთი ანგარიშის ფონზე ამაზე საუბარი არ ღირს. საქართველოს ნაკრები ჩვენს წინამორბედ მეტოქეებზე ბევრად ძლიერი იყო".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"31 ქულით მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ შეცდომა ბევრი იყო და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილები ვართ.

წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ არ გვსურს, ჩვენი თამაში მხოლოდ შერკინებაზე იყოს აგებული. დღეს ბურთს იმდენი ხნის მანძილზე ვფლობდით, არც კი ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ამაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ. ამ ტურნირში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და არა ექსპერიმენტების ჩატარება.

შემდეგ თამაშში გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება და გავძლიერდებით. ყოველ შემთხვევაში, "ტულონის" ხელმძღვანელებს ვესაუბრეთ და მინიმუმ ორი მოთამაშე
ნამდვილად ჩამოვა.

სოჭში რუსეთთან გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ჩვენი მაყურებლის წინ რუმინელთა დამარცხება".

შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"ახალი ტაქტიკა შევიმუშავეთ და დღეს მისი განხორციელება ვცადეთ. შეცდომები იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ლოგიკურია და უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოსწორდება.

მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო ქომაგობისთვის, დიდი მუხტი შეგვძინეს და ეს მუხტი სოჭშიც გაგვყვება რუსეთთან სათამაშოდ".

ევროპის ერთა თასი. III ტური
27.02. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ესპანეთი 38:7
საქართველო: 15 მერაბ კვირიკაშვილი (გიორგი ფრუიძე 64), 14 გიორგი აფციაური, 13 დავით კაჭარავა, 12 თამაზ მჭედლიძე (ლაშა მალაღურაძე 57), 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე (გიორგი ბეგაძე 57), 1 მიხეილ ნარიაშვილი (კარლენ ასეიშვილი 61), 2 შალვა მამუკაშვილი (ზურაბ ჟვანია 41), 3 დავით ქუბრიაშვილი (ანტონ ფეიქრიშვილი 53), 4 გიორგი ჩხაიძე (ნოდარ ჭეიშვილი 72), 5 გიორგი ნემსაძე, 6 შალვა სუთიაშვილი (კაპ), 7 გიორგი თხილაიშვილი (ბექა გორგაძე 64), 8 ლაშა ლომიძე.
6ლ: საჯარიმო (2), თოდუა, კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა.
4გ: კვირიკაშვილი

ესპანეთი: 15 სერხი ობანელი (სბ 25), 14 ხულენ გოია, 13 ფედერიკო კასტილიონი (ანტუან სანჩესი 64), 12 გარეს გრიფითსი, 11 გოტიე მენგიონი (რაფაელ სანტიაგო 22), 10 დენ სნი (პაბლო ფონტესი 64), 9 პაბლო ხილი, 1 ფერნანდო ლოპესი (სბ 10) (ჯონ ინსაუსტი 64), 2 ჯო ჰაჩინსონი (ხავიერ სანსი 48), 3 ხერომ სივილი (ხუან ანაია 29, ჰაჩინსონი 73), 4 მანუელ მორა
(ოიერ გოია 64), 5 დავიდ ბარერა, 6 ხოსე-ლუის დელ ვაჯე (დანიელ შტორი 64), 7 ადამ ნიუტონი (ინსაუსტი 10-21), 8 ხაიმე ნავა.
ლ: ხ.გოია;
გ: გრიფითსი

სხვა მატჩები
რუმინეთი-რუსეთი 30:0
გერმანია-პორტუგალია 50:27

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +126 15
2. რუმინეთი 3 3 0 0 +58 14
3. რუსეთი 3 2 0 1 -2 9
4. გერმანია 3 1 0 2 -55 5
5. ესპანეთი 3 0 0 3 -36 2
6. პორტუგალია 3 0 0 3 -74 1

IV ტური
12 მარტი
რუსეთი-საქართველო
ესპანეთი-პორტუგალია
რუმინეთი-გერმანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
grisha
17:10 29-02-2016
OMG, რამხელა კომენტარია..
M.Z. ketili qarebis qalaqidan
15:49 29-02-2016
მიშა,არ გეწყინოთ და გერმანიამ როგორმე თავის თავს თვითონ მიხედოს,ჩვენ კი დაგვაფიქროს მრამდენედ?,თქმულმა!მოვრჩეთ, ერთხელ და სამუდამოდ, ბაქიაობას,ჯერ "გადახტომით, და მერმე,თითების ვიქტორიით ფარჩხვით ". ნებისმიერ,"დროებით"ჭკუათ მყოფელ, თავმოყვარე ადამიანს,და ჭკვიანი ადამიანები კი ქართველებს არ გვაკლია,რატომ?არ "გვესმის" უ რ თ ი ე რ თ ი ს მიერ დროზე თქმული ,გამაფრთხილები "საგანგაშო დაფი და ნაღარისა" , თქმულის "სიმართლის მარცვლის" ვერ გამოყოფის უნარ დაკარგვით, და თქმულის აქცენტების მეორეხარისხოვან სიბრტყეებში გადატანით,ვინ სთქვა?რა მიზნით?რა ისარგებლა ? ვის "წაჰკბინა"? ..... და არა რ ა ს თ ქ ვ ა? და თანაც დ რ ო უ ლ ა დ! "გულშემატკივრების" ნაწილს, არც ესმით და გაგონებაც არ სურთ,და არც "ყველას",ჩვენს შემთხვევაში , ასაკოვანთა მწვრთნელთა "შტაბებს",უკლებლივ,ეროვნული ნაკრების მესვეურთა , ყველას ჩათვლით,ახალზელანდიელის და ირლანდიელის გამოკლებით.მარტო-"მასვი, მაჭამე მალხინე"და "ხვალ " გამოვასწორებთ, "დღეს",ჩვენივე ხელშეწყობით "ჩასვრილსო",სახვალიო გამოსწორებებს,წრიულად, მუდმივს ხდის და ვერ,არ უმდა გვაწყობდეს, "დაგვღუფავს",დამანგრევლად დაგვასუსტებს და არა მარტო სფორტში,საერთოდ ეროვნულ ად ყოფაში და წინ ქვეყანას ვერ "უბიძბებს",ვერც ერთ საქმეში,ტვინებს თუ არ "გავანძრევთ",თუ კი გაგვაჩნია რაიმე "გასანძრევად შერჩენილი", ყველგან,ყველაფერში, უწინდელი აშვებული"დაუფიქრებელ" შეცდომების "ყველწამიერი" სწორებით სწავლით.წავლით და დაუღალავი გარჯით,მეტი აღარ შემიძლიას ზღვარზე" და რაც მთავარია,სხვაზე უკეთ,დასწრებით მათსავე მიერ "ამოქმედარის"."ქართულ ბედნიერებას",ქართული ჯიშისა და ჯილაგის,"ერთი თავით მაინც,სხვაზე მაღლა სიძლიერით", კი წამდა უწუმ ვიბაქიებთ,დღეს დღეობით ჩვენზე "სუსტთან" გამარჯვებისას,დაუსაბუთებლად,და "ძლიერთან" დამარცხებისას კი,უფაქტოდ,მუდმივი თავის მართლებებისა გ ა რ დ ა,ვერას ვიღონებთ რას.მარტო "ბრტყელი სიტყვები შეგვრჩება ხელში".ნებისმიერ "თნამდებობებზე" მყოფთა მიერ სიტყვიერად "ნაფრქვევით",ჯერ სოფელი არას დროს ,არსად,არავის,არ აუშენებიაყველა ჯურის მუქთახორებს კი "მრის დენით ცხვირებიდან!თუ გძალუძთ "მართეთ" ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ,თუ არა და,ვერ "ჰქაჩავ უღელს",არ ვარგიხარ "გუთნის დედად",გადადედექი !და მოშორდი ქართველთა ბედ იღბლის,მათივე ხარჯზე, "წყვეტის", უნაყოფოდ მც დ ე ლო ბ ე ბ ს.ეს მერამდენედ "გავჰკივი-თ!შეაყარე კედელს ცერცვით",დავიღალეთ.მხოლოდ რაგბის არ ეხება,და სულაც არ ეხება რაგბის,თქმული "თლისტკივილით",ქართულ დღევანდელ ა ვ ა დ მყოფ ვაი ელიტებს სწვდება საჯაროდ,ჯერ ჯერობით სიტყვიერ მათრახად,ქართველი ხალხის კინკილა კ ი ს რ ე ბზ ე მოკალათებულთ,"სისხლისმწოველ არარაობებს",მცირედის, ადვილად საწყვეტის ვერ დამნახავ ვერ შემსრულებლებს და ეროვნული საკითხების წყვეტისას კი,მით უმეტეს,მათი "ტვინებითს მეშვეობით" ვერ დამძლევ და მბღაუჭებლებს,ყოველგვარი ფ ა ს უ ხ ი ს მგ ებ ლ ო ბ ი ს გარეშე,მათვევე მიერ მცდარი,ძნელად გამოსასწორებელი გადადგმული "ნაბიჯების" შემდგომ და შემდგომში, "დარჩენილებს რატომღაც? დაუსჯელად ეროვნული რისხვის და ქვეყნის კანონებს მიღმა.