გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
მილტონ ჰეიგი: ესპანეთთან ამ სეზონის ყველაზე რთული მატჩი გველის
17:31 26-02-2016
საქართველოსა და ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის გასამართი ევროპის ერთა თასის მე-3 ტურის მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდების კაპიტნებმა და მთავარმა მწვრთნელებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია "მიხეილ მესხის"  სტადიონზე გამართეს.

მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ესპანეთი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. ის ძალიან სწრაფი გუნდია და კარგად გადადის კონტრშეტევებზე. თანაც, ესპანელებს ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავთ. ეს კი ერთგვარი პლუსია მათთვის - ესპანეთის ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს არ ვიცნობ.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ხვალინდელი თამაში ამ სეზონში იქნება ყველაზე რთული. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემი 5-წლიანი ქართული კარიერის განმავლობაში ესპანეთი ერთადერთი მეტოქეა, რომელთანაც ევროპის ერთა თასის გათამაშებაში წავაგე (იხილეთ ვრცლად)".

შალვა სუთიაშვილი (საქართველოს ნაკრების კაპიტანი):
"ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, ტაქტიკები დავამუშავეთ და გვსურს, დიდ გუნდებთან მოახლოებული თამაში ვითამაშოთ. ეს ყველაფერი მარტივი არაა და ვეცდებით, მაქსიმუმი გავიღოთ.

კარგად დავიწყეთ წელი და ეს, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს ჩემპიონატის დამსახურებაა, სადაც სერიოზული გამოცდილება მივიღეთ და ამან შედეგი გამოიღო.

ჩვენი გულშემატკივრების წინაშე თამაში ორმაგად საპასუხისმგებლოა. ჩვენმა ქომაგმა უკვე შეისწავლა რაგბი, შეისწავლა მისი პრინციპი, მისი ხიბლი და გვსურს, მაყურებელს ჩვენი თამაშით სიამოვნება მივანიჭოთ".

ესპანელების თქმით კი, ისინი "იაპონია 2019"-ისთვის ემზადებიან და შემადგენლობას მატჩიდან მატჩამდე ამიტომ ცვლიან. ესპანელთა თავკაცის თქმით, მას სურს მაქსიმალურად ნახოს საქმეში ყველა მოთამაშის შესაძლებლობა.

ესპანელთა აზრით, ამ ეტაპისთვის ისინი დონით რუსეთსა და რუმინეთს უტოლდებიან, საქართველოს კი ტურნირზე საუკეთესოდ მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებთა დაპირისპირება ხვალ, 27 თებერვალს, 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ესპანეთთან შეხვედრისთვის ცნობილია
Lelo-Ragbi qartuli tamashia-nisliani albionidan
13:07 27-02-2016
დღეს სადაც უფრო საჭიროა!!! იქ ვერ შევთამაშდით, და ძლიერ გუნდს ვერ ვკრავთ,მომავალ ქართული რაგბის აღმასვლისათვის უაღრესად საჭიროს უ-2о -ში,მცირე დრო დარჩა ივნისამდე .ამგვარი დილეტანტური მიდქომით არ "ჩავისვაროთ"? ივნისშიც-თებერვალივით-ურუგვაელებთანაც გაგვიჭირდება და მათემატიკურად გათვლილი ალბათობით ორივე გეიმში ნუთუ დავმარხდებით?ჰა ჰა ერთი მატჩი მოვიგოთთ,რაც fიfთი-fიfთიც ვერ გამოდის ვერ ერთი კუთხით, ფროფესიანულად მსჯელობაზე და დღევანდელ, ლათინურ ამერიკაში მყოფ ნაკრების რესურსზე ყრდნობითაც,შემდგომი უფასუხისმგებლოდ თავის მართლებით,ვერ გამოძინეს ბიჭებმა და კლიმატიც ციებ-ცხელებიანი იყოო. ერთი ავსტრალიელი ან ნიუ ზელანდიელი ქოაჩი კიდევ გვესაჭიროება ლითელ ბორღალოსნებშიც,გადაუდებლად.
ალეკსანდრე
18:27 26-02-2016
დავიჯერო რუმინეტზე უპრო რტული მეტოქე იქნება?