საქართველო VS ესპანეთი - ზედიზედ 22-ე გამარჯვებისთვის!

AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ვაკის სტადიონზე, ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

მატჩის წინა დღეს მეტოქე ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს. იქამდე კი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.
ესპანეთის ნაკრებთან "ბორჯღალოსნების" შერკინება ზუსტად ისეთივე შემადგენლობით ითამაშებს, როგორითაც ორი კვირის წინათ პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზა. უკანა ხაზში კი ორი სიახლეა.
შუამარბ მერაბ შარიქაძის ნაცვლად გარემარბი თამაზ მჭედლიძე ითამაშებს, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი შუამარბადაც მოიაზრებს. მჭედლიძის ნაცვლად ფრთაზე მარქაფიადან დაწინაურდა გიორგი აფციაური. შარიქაძეს ფეხის კუნთი აქვს დაჭიმული და მწვრთნელებმა მისი დასვენება გადაწყვიტეს.

პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა აქვს თადარიგში მყოფ "ლელოს" მეორეხაზელ ნოდარ ჭეიშვილს, ვინც თუ მოედანზე შევა, 238-ე "ბორჯღალოსანი" იქნება.

ეროვნულ ნაკრებში 90-ე კეპს მიითვლიან ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი და შუამარბი დავით კაჭარავა. "მეკო" თუ ამ შეხვედრაში 19 ქულის აღებას შეძლებს "ერთა თასის" მონაწილეთაგან პირველი დაძლევს 700-ქულიან მიჯნას, შალვა სუთიაშვილი კი ნაკრებს მეათედ უკაპიტნებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებთან აქამდე 16-ჯერ გვითამაშია. აქედან "ბორჯღალოსნებმა" 12 შეხვედრაში მოიგეს, სამი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს. საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ზედიზედ 21 მატჩი მოიგო. ბოლო მარცხი ჩვენმა გუნდმა 2012 წლის 11 თებერვალს, სწორედ ესპანეთის ნაკრებისგან იგემა მადრიდში - 18:28.

ესპანეთის ნაკრები თბილისში საგრძნობლად გადახალისებული შემადგენლობით გვეწვია. ლომების" თავკაცმა სანტიაგო სანტოსმა რუმინელებთან მატჩის შემდეგ გუნდში 16 ცვლილება განახორციელა. გაფართოებულ შემადგენლობაში ოთხი ახალბედაცაა. ესენია: რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო სანჩესი, დანიელ ბრიტოსი (ორივე - ვალიადოლიდი) და ოიერ გოია (ორდიზია).

საქართველოს ნაკრები: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე

ესპანეთის ნაკრები:
ხოსე ლუის დელ ვალე (კისნეროსი), რაფაელ დე სანტიაგო (მადრიდი), პაბლო ფონტესი, ადამ ნიუტონი (ალკობენდასი), ხუან ინსაუსტი (ერნანი), ოიერ გოია (ორდიზია), ჯო ჰატკინსონი, ხავიერ სანსი (ორივე-ინდერპენდიენტე), პაბლო სანჩესი, მანუელ რუისი, დანიელ ბრიტოსი, დევიდ გრიფიტსი, სილვიო კასტელიონი (ყველა-ვალიადოლიდი), ანტუან სანჩესი (ელ სალვადორი), მარტინ პერესი (მასი), ხერომ სივილი, გაუტიერ მინგუიონი (ბორდო), დავიდ ბარერა (ვანი), სერხი სევილა (ორიაკი), ხაიმე ნავა (დიჟონი), ხულენ გოია (მონლეონი), ხუან ანაია (გალვეგიანსი), დანიელ სნი (ჰევლოკ ნორსი).

საქართველო-ესპანეთის ყველა მატჩი
2000.04.03 მადრიდი 32:36
2001.17.03 რუსთავი 43:10
2002.24.03 მადრიდი 34:18
2003.22.02 ეროვნული 34:3
2004.22.02 ტარაგონა 6:6
2006.28.10 ვაკე 37:23
2007.17.03 მადრიდი 17:31
2008.26.04 ეროვნული 22:20
2009.28.02 მადრიდი 55:11
2010.27.02 ეროვნული 17:9
2011.12.02 ვაკე 60:0
2012.11.02 მადრიდი 18:25
2013.09.03 ვაკე 61:18
201408.03 მადრიდი 24:17
2014.14.06 ავჭალა 23:13
2015.28.02 მადრიდი 26:13

ევროპის ერთა თასი 2016. III ტური
27 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი
რუმინეთი-რუსეთი
გერმანია-პორტუგალია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 2 2 0 0 +88 10(2)
2. რუსეთი 2 2 0 0 +28 9(1)
3. რუმინეთი 2 2 0 0 +28 9(1)
4. ესპანეთი 2 0 0 2 -5 2(2)
5. პორტუგალია 2 0 0 2 -51 0(0)
6. გერმანია 2 0 0 2 -78 0(0)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული