გულშემატკივრის სვეტი
არქივის კალენდარი
რიჩი მაკქოუ: ქართველებთან თამაშის მერე მოედნიდან დაცლილი გავდიოდი
15:58 11-02-2016
რუსეთში მყოფ ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულ კაპიტან რიჩი მაკქოუს rugbyonline.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

ერთი კითხვა-პასუხი მთლიანად საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს თასზე გამართულ შეხვედრას ეხებოდა.

- 2015 წლის მსოფლიოს თასზე ზელანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს შეხვდა. როგორი შთაბეჭდილება
You must have Flash Player installed in order to see this player.
დატოვეს "ლელოებმა" თქვენზე, შესამჩნევია თუ არა მათი პროგრესი?
-როცა ქართველებს შევხვდით, მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ძალიან ზორბა ბიჭები არიან, თითქმის ყველა ევროპულ კლუბებში თამაშობს. მოკლედ, ძალიან ხისტი მატჩი გამოგვივიდა.

მეტოქის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა დაცვა იყო, ძალიან გაგვიჭირდა მათი დაცვის გარღვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, ქართველები ხანდახან შეტევის შანსებს ვერ იყენებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბული მატჩი გამოვიდა.

მართალია, თავიდანვე ჩანდა, რომ სავარაუდოდ, თამაშს მაინც მოვიგებდით, ეს ჩვენ დიდი შრომის ფასად გავაკეთეთ. მეტოქეს კარგი ბიჭები ჰყავს, ნამდვილი პროფესიონალები, მათ რაგბის თამაში კარგად იციან.

თუკი საქართველოს ნაკრები უფრო მაღალ დონეზე გავა, ეჭვიც არ მეპარება, რომ პროგრესს გააგრძელებს. ქართველებთან თამაშის მერე მოედნიდან გავდიოდი დაცლილი ენერგიით, როგორც დაძაბული მატჩებისას ხდება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან 10:43 დამარცხდა.
sano
12:50 12-02-2016
დიდი მოთამაშე,დიდი კაცი,დიდი პიროვნებაა დღეს რიჩი!